აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

Batumi Daily

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით კიდევ ერთი, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკა "მედინაში" მკურნალობდა. უწყების ცნობით, მისი დიაგნოზი იყო: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. "კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. აღებული იქნა ნიმუში PCR კვლევისთვის, დადასტურდა COVID -19." - აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი