არ ვიცი რა უნდა დაიწეროს ამ კატეგორიაში (Politics), ალბათ - მხოლოდ უცხოეთის ამბები...პოლიტიკა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება არისო, - გვეუბნება ქართული ვიკიპედია. ეს, თუ ხუმრობა არ არის, - რა შორს ვყოფილვართ , , ხელოვნებისგან”, რადგან საქართველოში პოლიტიკა არ გაგვაჩნია, არც საშინაო და არც - საგარეო. აქ, ნებისმიერი საუბარი პოლიტიკაზე არ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ნორმალურმა ადამიანმა, რადგან დემაგოგიას (თანაც უნიჭოს) საზღვრები არ უჩანს...აქ, მხოლოდ მედროვეები პოლიტიკანობენ, მათი ქმედების მიზეზი მხოლოდ პირადულია და არა - საზოგადო, სახელმწიფოებრივი...არიან საზოგადოების ცალკეული ელემენტებიც, რომლებზეც საუბარი საერთოდ არ ღირს, აურას აბინძურებს სასტიკად...აქ, როსტევანი გადასძახებს გრამიტონს, - , , მიშა სატანა!” ისიც გადმოსძახებს უმალვე, - , , მურუსიძე სატანა!” ...დღის News-იც ეს არის და...აი, ასეთ პრიმიტიულობაში , , დღეები ბრუნავს, ვით კამათელი”... , , არსაიდან ხმა, არსით ძახილი”...და მაინც, ყველაფერი კარგად იქნება...ერთხელაც...იმედია...??