სამი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143579 კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალაში რჩება აკრძალვა ათზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.