"სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%" - ასეთია კვლევის წინასწარი შედეგები, რომელიც თბილისში 2020 წლის 18-27 მაისს ჩაატარა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა და რომელიც იკვლევდა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში კორონავირუსის ანტისხეულების არსებობას. ამგვარი კვლევებით დგინდება, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი უსიმპტომოდ ვირუსი.
"კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1068 პირმა თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს" - ეს მონაცემები ინფექციიური პათოლოგიის ცენტრმა 29 ივნისს გაასაჯაროვა.
სეროპრევალენტობის კვლევა თბილისის გარდა ჩატარდა თელავსა და ბოლნისში. შემოდგომაზე კი მისი ჩატარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30696355.html