5 votes
comments
shares
Save
5 reads
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

ანბანი, როგორც ისტორია- ამ სათაურით სტატიას Google აქვეყნებს. როგორც სტატიაში წერია, არსებობს სამი ქართული დამწერლობა.

სტატიაში მიმოხილულია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობა. აქვე წერია, რომ დამწერლობის ტრანსფორმაციის მიზანი დამწერლობის სისტემის გამარტივება იყო. "ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნუსხურს დღემდე იყენებს ლიტურგიულ საქმიანობაში,"- წერია სტატიაში.

სტატიაში მოხვდა რამდენიმე ქართულენოვანი წარწერაც. მათ შორის იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ იუდეის უდაბნოში 1952 წელს აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერები.

ეს წარწერები უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. სულ სამი წარწერაა, ამათგან 2 დაუზიანებელია, ერთი კი ამჟამად დაკარგულად ითვლება. 2 წარწერა თარიღდება 430 წლით ხოლო მესამე 532 წლით. პირველი 2 წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას.

საუბარია იმაზეც, რომ სინაის ნახევარკუნძულის შუაგულში მდებარე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში IX-X საუკუნის ქართული ხელნაწერებია დაცული.


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
5
Write a comment