4 votes
0 comments
0 shares
Save
3 views
Giorgi Lezhava
Tbilisi · 1 year ago

ციცქა


Giorgi Lezhava
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 days ago
ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა დროებით იკრძალება
სამხრეთ აფრიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით, ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა აცხადებს, გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. „ადამიანები აწყობენ ღონისძიებებს, სვამენ სასმელს და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის გარეშე დადიან“ - აცხადებს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იმოქმედებს აკრძალვა. გარდა ალკოჰოლური სასმელების აკრძალვისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 15 აგვისტომდე გაგრძელდა, 21:00-დან 04:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 276 242 ადამიანი დაინფიცირდა, 4 079 კი ვირუსს ემსხვერპლა.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 days ago
მირიან ნიკოლაძე ნიკა გვარამიას - ნახალოვკელი "კაწრო" და გამომძიებელი "ბაწრო"
გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე განცხადებას ავრცელებს. მირიან ნიკოლაძე ელისო კილაძესა და ნიკა გვარამიას პასუხობს, რომლებმაც ტელევიზიაში მირიან ნიკოლაძის ხელწერილი წარადგინეს, სადაც საუბარი იყო, რომ გამოძიების დეტალებზე. ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს მირიან ნიკოლაძემ ჩაიბარა გიორგი შაქარაშვილის თეთრი ფერის ბოტასები გამოძიებისგან. როგორც მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, „თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია“. „ნახალოვკელი „კაწრო“ და გამომძიებელი „ბაწრო“ რა მექნა მეტი ამ „სამოსან“ კაცს, გეხვეწე, გემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ, იზამ, არ გემის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო, რომ „თეთრი ბოტასები“ იყო, გული მიგძნობდა, მაგრამ მანამდე ჩემო გამოძიების „ბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლლივი დეტალია. როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშვმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს. ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს. ვიდრე სისხლის სამართლის მასალები „თხა და გიგოსავით“ გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელ ქვეყანას და „მაღალი პროფესიონალიზმით“ დაუმტკიცებ, რომ ექვს წუთში „ყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას-ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო. ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებში განთავსებული გამომძიებლების სტანდარტული ათეულობით პატაკი გეგონება „მტკიცებულების განადგურების მცდელობა“, მანამდე პირველკურსელი იურისტების დაცინვის მსხვერპლი იქნები. ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხი დღე მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ. მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა. ახლა, რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას. მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ -თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ. კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია. საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი). რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროზე“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს ეგ ვიცი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 day ago
რატომ მოიკლა თავი სერგო ორჯონიკიძემ სტალინთან შეხვედრის შემდეგ
1917 წლის 28 ნოემბერს ლენინმა „სმოლნის“ სასახლეში კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) პოლიტბიუროს გაფართოებული სხდომა მოიწვია, რომელსაც სპეციალური სტატუსით პოლიტბიუროს არაწევრებიც ესწრებოდნენ. იმ პერიოდში რუსეთის დედაქალაქი ჯერ კიდევ პეტროგრადში მდებარეობდა და ახალი რევოლუციური მთავრობა სწორედ იქ იყო დაბანაკებული. ამ სხდომის მთავარი საკითხი მთავრობის ფორმირება გახლდათ და პოლიტბიუროს არაწევრებიც ამიტომ ესწრებოდნენ. ლენინის წინადადებით, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული, შეიქმნა სახალხო კომისიათა (მინისტრთა) საბჭო. ასევე, ერთხმად დაამტკიცეს ამ ორგანოს თავმჯდომარედ ლენინი, ხოლო სახალხო კომისართა (მინისტრთა) დამტკიცებისას, დამსწრეთა ხმები გაიყო. მწვავე დისკუსია გაიმართა, რომელიც ლამის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და რომ არა ლენინის ავტორიტეტი, ვინ იცის, რა მოხდებოდა. მწვავე კამათის პირველი მიზეზი ლევ ტროცკის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტზე წარდგენა იყო. ის იაკობ სვერდლოვმა წარადგინა, რაზეც, მართალია, უხალისოდ, მაგრამ ლენინიც დაეთანხმა. თუმცა, იმ პერიოდში ტროცკისთან დაპირისპირებულმა კამენევმა და ზინოვიევმა, ტროცკის ამ პოსტზე დანიშვნაზე სასტიკი უარი განაცხადეს და ეს ლევ ბრონშტეინის (ტროცკის) გამოუცდელობით ახსნეს. თან, შემხვედრი წინადადება შემოიტანეს, რომ მის მაგივრად სტალინი აერჩიათ. – ტროცკი რომ ამერიკაში ცხოვრობდა და თქვენ, ვლადიმირ ილიჩ (კამენევმა ლენინს მიმართა), მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდით, მაშინ კობა (სტალინი) რევოლუციურ რაზმებს ბარიკადებზე მიუძღოდა, რევოლუციურ მოძრაობას სიცოცხლეს სწირავდა და სწორედ ის უნდა ჩაუდგეს სათავეში ბოლშევიკურ არმიას, – თქვა კამენევმა, რაშიც ზინოვიევიც დაეთანხმა. ორჯონიკიძემ კი ქართულად ჩაილაპარაკა: ბრონშტეინი ისეთივე სარდალია, როგორც თელავში გაზრდილი ვირი – მოჭადრაკეო. ლენინმა ბოლომდე მოუსმინა კამენევს და სიტყვის თქმა დააპირა, მაგრამ მას სტალინმა მოუბოდიშა, სიტყვა ითხოვა და თქვა: – ამხანაგ კამენევს მადლობას ვუხდი ჩემი შეფასების გამო, თუმცა არ ვეთანხმები ამხანაგ ტროცკის მიმართ გამოთქმულ აზრში და მიმაჩნია, რომ ლევ დავიდოვიჩს ორგანიზატორობის დიდი ნიჭი აქვს. ჩვენ კი სწორედ ასეთი ადამიანი გვჭირდება ბოლშევიკური არმიის შესაქმნელად. ბრძოლაში კი ჯარისკაცებს პროფესიონალი სამხედროები წარუძღვებიან და იმედია, ამხანაგი ტროცკი სწორად შეარჩევს კადრებს. ამიტომ, მე ვეთანხმები ამხანაგ სვერდლოვის წინადადებას და ტროცკის არჩევას მხურვალედ ვუჭერ მხარს. ტროცკისა და სვერდლოვს სტალინის მხარდაჭერამ წამხდარი ხასიათი გამოუსწორა. ლენინმა კი თავშეკავებით თქვა: – ამხანაგებო, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები გაიყო. მოდი, ამხანაგი სტალინიც წარვადგინოთ ამ პოსტზე და ეს საკითხი უბრალო კენჭისყრით გადავწყვიტოთ. ტროცკისა და სვერდლოვს კვლავ წაუხდათ გუნება, რადგან იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში, სტალინი გაიმარჯვებდა. ეს იცოდა სტალინმაც და თქვა: – ბოდიშს გიხდით, ვლადიმირ ილიჩ, მაგრამ მე ამ პოსტზე ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგი ვარ. კენჭისყრა კი აუცილებლად ჩავატაროთ, რადგან ამას პროცედურა მოითხოვს. ლენინმა, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, ტროცკის დანიშვნის საკითხი ღია კენჭისყრაზე დააყენა. თორმეტი არ დაეთანხმა, ექვსმა თავი შეიკავა (მათ შორის ლენინმაც) ხოლო ცამეტმა კი თანხმობა განაცხადა და სწორედ სტალინი იყო ის მეცამეტე წევრი, რომელმაც ტროცკის გზა გაუხსნა სამხედრო მინისტრობისკენ. შესვენებამდე სტალინი ერთხმად აირჩიეს ეროვნებათა საქმის სახალხო კომისრად და ლენინმა ერთსაათიანი შესვენების გამოცხადების შემდეგ, პირველმა დატოვა ოთახი. ტროცკი და სვერდლოვი კი ისე გავიდნენ, რომ არათუ მადლობა უთხრეს სტალინს, არამედ არც კი შეუხედავთ მისთვის. სტალინი და ორჯონიკიძე გვერდიგვერდ ისხდნენ. კამენევი და ზინოვიევი კი ოდნავ მოშორებით. ისინი ქართველებს მიუახლოვდნენ და ერთხმად უთხრეს სტალინს: – ჭკვიანი კაცი ხარ, კობა და ასეთ ინტრიგანსა და ამპარტავანს მხარი როგორ დაუჭირე, – შემდეგ გაბრაზებული ტანდემი ოთახიდან გავიდა, ორჯონიკიძემ კი უკვე ქართულად უთხრა წამომდგარ სტალინს: – მართლები არიან. რა ბუზმა გიკბინა და ამ ამერიკელს ამხელა ძალა როგორ დააპატრონებინე, შენთვის კი სასაცილო თანამდებობა აირჩიე? სტალინი და ორჯონიკიძე ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ – ერთმანეთთან შეხუმრებულები და ზოგჯერ არც უხეშ გამოთქმებს ერიდებოდნენ ერთმანეთის მიმართ. ამიტომ, სტალინს ეშმაკურად ჩაეცინა და ქართულადვე მიუგო ორჯონიკიძეს: – შენი თქმის არ იყოს, თელავში გაზრდილი ვირი მოჭადრაკე ვერ გამოვა და ახლა სწორედ იმ ვირს ჰგავხარ. – რატომ? – შეცბა ორჯონიკიძე. – იმიტომ, სერგო, რომ წინ ვერ იხედები და მოვლენების განჭვრეტის უნარი მოგიჩლუნგდა, – თქვა სტალინმა და პაპიროსი გააბოლა, – ჩვენ მრავალეროვან ქვეყანას ვაყალიბებთ და ჩემი თანამდებობა, სწორედაც რომ, მნიშვნელოვანია ამ საქმისთვის. ტროცკი კი უფსკრულის პირას დგას. მსოფლიო ომს შიდა ომი შეცვლის და ისე განვითარდება მოვლენები, რომ სამხედრო კომისარს თავბედს აწყევლინებს თავისი თანამდებობა. ავტორიტეტს დაუგდებს და როცა მიხვდება, თუ რა სისულელე ჩაიდინა, უკვე გვიან იქნება. თანაც, ნუ ფიქრობ, რომ ხიშტიანი ჯარისკაცია ქვეყნისა და პოლიტიკის მთავარი დამცველი... უფრო ძლიერი ორგანო გაჩნდება, რომელიც უკვე ჩვენს ხელში იქნება, – თქვა სტალინმა და კარისკენ გაემართა. მოგვიანებით, სერგო ორჯონიკიძის მეუღლე თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში, რომელიც დახურულ არქივებში აღმოჩნდა, წერდა: „სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, სერგომ სტალინთან 1917 წლის 28 ნოემბრის საუბარი გაიხსენა და მითხრა: – ახლაღა მივხვდი, რომ კობა ჯერ კიდევ მაშინ უმზადებდა მყარ ფუნდამენტს თავის მომავალ, ურყევ ხელისუფლებას და ჯერ კიდევ მაშინ არყევდა პატივმოყვარე, ამპარტავანი ტროცკის ავტორიტეტს. სწორედ კობამ შეაგდო ტროცკი იმ ცეცხლში, რომელმაც ბრონშტეინის (ტროცკის) ავტორიტეტიდან ფერფლიღა დატოვა. ტროცკიმ, მართალია, შექმნა წითელი არმია, მაგრამ მისმა სისასტიკემ სახალხო სიძულვილი და უკურეაქცია გამოიწვია. იმავდროულად კი, სტალინისა და ძერჟინსკის მიერ შექმნილ „ჩეკას“ მიზანში ჰყავდა ამოღებული ტროცკი, მისი გუნდი და აკონტროლებდა მათ. ყოველივე ამის პარალელურად, ერთი შეხედვით, ეროვნებათა საქმეთა უბრალო კომისარი სტალინი, მყარ ურთიერთობებს ამყარებდა სხვადასხვა ერებთან და ბოლოს მათი მმართველი, მათი მეფე გახდა. კობა, ძალიან ვერაგი და ეშმაკი კაცია და მე მეშინია მისი...“ ერთ-ერთი ვერსიით, სერგო ორჯონიკიძის თვითმკვლელობა სტალინთან წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგი იყო. ეს კონფლიქტი კი იმან გამოიწვია, რომ ორჯონიკიძეს უახლოეს პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინის მხილება უნდოდა ძველი ბოლშევიკების განადგურების საქმეში. სტალინმა კი ეს გაიგო. დაიბარა და უთხრა, ასეთი რამ არ გაეკეთებინა. წყარო : ნიკა ლაშაური
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 days ago
„წყალში მოხვდა უკვე გათიშულ მდგომარეობაში,“ - რას ცვლის ექსპერტიზის დასკვნა შაქარაშვილის საქმეში
დღეს ცნობილი გახდა შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზე, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე საქმე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამ საქმეზე 17 დაკავებულიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხები საქმის შინაარსს მნიშვნელოვნად ცვლის. გიორგი ყიფშიძე, ადოკატი: ეს დასკვნა ერთ მიმართულებას კატეგორიულად ადასტურებს, მაგრამ სულაც არ გამორიცხავს იმ ჩვენს მითითებებს, რასაც ვვარაუდობდით, რომ ეს ადამიანი დამოუკიდებლად იქ ვერ ჩავარდებოდა. აქედან გამომდინარე, ვერსია, რომ წყალში ჩააგდეს და მერე გარდაიცვალა, ამ დასკვნით ფაქტობრივად, გამორიცხულია. კი გარდაიცვალა წყალში ჩავარდნის შემდეგ, მაგრამ ჩვენ თავიდანვე იმას ვამბობდით, რომ ის წყალში მოხვდა უკვე, სავარაუდოდ, გათიშულ მდგომარეობაში. - ანუ, ამ დასკვნით არ დასტურდება, რომ გათიშულ მდგომარეობაში ჩავარდა წყალში? - ზოგადი კონტექსტია იმიტომ, რომ ექსპერტი ვერ დაწერს იმას, რომ როცა გადააგდეს, იყო უგონოდ, ამას ექსპერტიზა ვერასდროს დაადგენს. - აბა, როგორ შეიძლება ამის დადგენა? - სამუშაო აქვს გამოძიებას, რომ ეს დაზუსტდეს. იქნებ, ჩვენებები, სხვა მტკიცებულებები მოიპოვოს იმიტომ, რომ მაინც ვარაუდის დონეზე გამოდის. როგორც ექსპერტი წერს, ჩარტყმული აქვს მძიმე რაღაცები, დაზიანებები აქვს მიყენებული და თან მტკიცებულებებით, რასაც ამბობენ ჩვენებებში „ოქროს მოწმეები“, შაქარაშვილი გარბოდა და მისდევდნენ. ადამიანი იბრძვის საკუთარი თავის გადასარჩენად და ჩანთას უდრტვინველად დებს სადღაც ბეტონზე და მერე წყალში ვარდება და იხრჩობა? - ეს ხომ წარმოუდგენელია! აქედან გამომდინარე, ამ დასკვნაში ლოგიკა არის, თუმცა სხვა დასკვნებია მოსასვლელი, რაც სურათს უფრო დააზუსტებს. გენეტიკური და უამრავი სხვა დასკვნა უნდა მოვიდეს, რაც უფრო შეცვლის სურათს. - პროკურატურამ, პრაქტიკულად, გვითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, თან ჯგუფურად განზრახ მკვლელობით აღძრა საქმე. ეს უმძიმესი მუხლია და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, არა? - დიახ, საშინელი მუხლია. ნასამართლევები თუ არ არიან, უვადო პატიმრობას არავინ მისცემს. 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს ეს მუხლი. - მოკლედ, მთავარ კითხვად რჩება - ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი? - დიახ, რა თქმა უნდა. საგამოძიებოს დამატებითი კვლევები და გამოკითხვები და სპეციფიკური მოქმედებები აქვს ჩასატარებელი, რომ ეს დაამტკიცოს, რადგან მარტო ამ დასკვნით ვიღაცებზე წაყენებული ბრალი სასამართლოში ვერ იმუშავებს. არავინ ჩვენებას არ იძლევა, ყველა უარყოფს ბრალს და აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელი იქნება ამ მიმართულებით გამამტყუენებელი განაჩენის დაყენება. - როგორ ფიქრობთ, შეძლებს გამოძიება ამ დეტალების დაზუსტებას? - რაც ვნახე დასაწყისში, იმდენი სისულელე აქვთ გაკეთებული, ათმაგი შრომა მოუწევთ, რომ ის, რაც გაშვებულია, როგორმე შეავსონ და ინფორმაციული დეფიციტი არ იყოს საქმეში. ამისთვის ტიტანური შრომა აქვთ გასაწევი, მაგრამ უნდა ვაღიარო - ვატყობ, რომ მონდომება აშკარად აქვთ. რადგან, ალბათ, მოქმედებს საზოგადოებრივი ინტერესი და განსაკუთრებით თქვენი, მედიის, ფაქტორი. - ამ საქმეში ჩანთის დეტალს ყოველთვის ხაზს უსვამთ. ჩანთაზე დნმ-ის კვლევის პასუხი როდის იქნება ცნობილი? - დნმ-ის კვლევას შეიძლება, ცოტა დააგვიანდეს, რადგან ყველაზე რთული მოლეკულარული კვლევაა და საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. - თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის, გიგა ტატიაშვილის ბრალთან დაკავშირებით, გავრცელებული დასკვნის საფუძველზე, რაიმე იცვლება? _ აბსოლუტურად არაფერი. ამ საქმეს ასე გაბედულად იმიტომ მივყვები და ხმამაღლა იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამაში დარწმუნებული ვარ და საერთოდ გამოვრიცხავ მის ბრალეულაბას ნებისმიერი მუხლით. - რატომ? - იმიტომ, რომ არანაირი ორგანიზება არ გაუწევია ამ ბავშვს. როგორ შეიძლებოდა, ორგანიზება გაეწია ნახევარ საათში და ორგანიზებული ჯგუფი შეექმნა? ლოგიკურად, ეს წარმოუდგენელი და არასერიოზულია. -გასაგებია, რომ შეიძლება ორგანიზებული ჯგუფის შექმნა არ დაუმტკიცდეს, მაგრამ ტატიაშვილს ხომ არ წარუდგება ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაზე? - არა, ეს გამორიცხულია. საერთოდ არ აქვს შემხებლობა, ისეთი წყვეტა აქვთ, რომ ამათ იჩხუბეს, ტატიაშვილმა გააშველა, გადაარჩინა ის ბიჭიები „პოლიცია მოდის“ ძახილით და შემდეგ წამოვიდა თბილისში და 01:35 წუთზე უკვე ნახალოვკაშია და ამის ვიდეომტკიცებულებაც გაგვაჩნია. წყარო: ჰოთნიუსი შაქარაშვილი ექსპერტიზა კითხვები TbilisiDaily
Factz
Tbilisi · 5 days ago
კიმ კარდაშიანი ყველასთვის უცნობ ფოტოებს ავრცელებს
ამერიკელი ვარსკვლავი თავის ძველ ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც მსოფლიოს აქამდე არ ქონდა ნანახი. 21 ნოემბერი, 2018 28 ნოემბერი, 2019 17 დეკემბერი, 2019 7 იანვარი, 2019 15 იანვარი, 2019 8 თებერვალი, 2019 14 მარტი, 2019 29 მარტი, 2019 21 თებერვალი, 2020 17 მაისი, 2020 6 ივლისი, 2020#factz #celebrity #kimkardashian #kardashian #hot
For Health
Tbilisi · 2 days ago
რომელი კენკროვანი ხილია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
უნიკალური შემადგენლობის ხარჯზე-მოცხარი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხესა და ტოქსინებს გამოდევნის. იგი ასევე იცავს გულს, მასში არსებული კალიუმის ხარჯზე. მოცხარში არის ასევე ცხიმოვანი მჟავა ომეგა-6, პოლისაქარიდები და ანტიკანცეროგენული ნაერთები. მოცხარი აქვეითებს ჭარბი წონის მქონე ადამიანებში დიაბეტის განვითარების რისკს. სპეციალისტების აზრით კენკრაში არსებული ანტიოქსიდანტები მოქმედებს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, რის შედეგადაც ჭამის შემდეგ სისხლში ნაკლები გლუკოზა ხვდება. #newsdaily ###health ###forhealth ###healthylife ###healthyfood ###behealthy Tbilisi
თაკო ბეროძე
Tbilisi · 5 days ago
რეკლამა, როგორც სილამაზის ინდუსტრიის მედიაარტი (არაბულ სამყაროში)
მსოფლიოში ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ ისე ჩაიცვან, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ. იმდენად არაერთგვაროვნად ახერხებენ ამას, რამდენადაც თავად ეს ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფაქტია, კარგად შეფუთული რეკლამა დადებით რეზონანსს პოვებს სოციუმის მიერ, თუმცა სილამაზის ინდუსტრიას ხშირად არ წყალობს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და ადათ-წესი. ამიტომაცაა, რომ ბრენდინგი რელევანტურ როლს ასრულებს და ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება პროდუქციის წარმატებასა თუ მის ფიასკოში. მე კი ამ მოსაზრების გასამყარებლად, განვიხილავ რეკლამას, როგორც სილამაზის ინდუსტრიის მედიაარტს არაბულ სამყაროში. მოგეხსენებათ, მუსლიმთა რელიგიურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებას ისლამური შარიათი (კანონი) განსაზღვრავს. ის თავის მხრივ მოიცავს ყურანსა და ჰადისებს, რაც მთელი რიგი შეზღუდვებითა და აკრძალვებით ფორმულირდება. სილამაზე კი არა მარტო მოდურ ტანსაცმელს, არამედ თავის მოვლის საშუალებებსა და ესთეტიკურ-კოსმეტიკურ მხარეებსაც მოიცავს. გვიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ფორმულირდეს მოდის ინდუსტრია არაბული ქვეყნების ტრადიციის, მენტალიტეტისა და რელიგიის ჩარჩოებში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, გთავაზობთ შამპუნის რეკლამას, რომელიც მედიაარტად გვევლინება ისლამურ სახელმწიფოებში. : როგორც რეკლამაში ვიხილეთ, ქალბატონი ჰიჯაბზე (საბურველზე) ისხამს შამპუნს და სწორედ ასე იბანს თავს. რამ განაპირობა შამპუნის ასეთი თვალსაზრისით რეკლამირება? რატომ არის მითითებული ეტიკეტზე შამპუნის სახელი, როგორც ,,Hijab and shoulders”? მოგეხსენებათ ჰიჯაბი, იგივე საბურველი ან ჩადრი მუსლიმურ სამყაროში ქალის სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოს წარმოადგენს. მანდილოსნები ვალდებულნი არიან ,,უცხო თვალისაგან დასაცავად“ დაიფარონ სახე და სხეული. ჩადრი უძველესი დროიდან მუსლიმური სამყაროს სილამაზის ინდუსტრიაში ქალის მორთულობისა და ჩაცმულობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმა კი დემოკრატიის წინააღდეგ წასვლას ნიშნავს. საბურველის ტარება მიჩნეულია, როგორც ,,სწორი ჩაცმა“, აქედან გამომდინარე, კომპანიამ, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებდა, ,,სწორი” რეკლამირების საშუალებით, მოახერხა ამ ქვეყნებში პროდუქციის შეტანა და ბაზარზე აქტიურად გაყიდვა. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რას გულისხმობს ,,სწორი“ მარკეტინგი? ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ცნობილმა რეკლამისტმა განაცხადა: ,,რეკლამა წარმოადგენს საზოგადოების სახეს“ ანუ შამპუნის ჰიჯაბზე დასხმით, კომპანიამ წარმოაჩინა საკუთარი პოზიცია დადებითად მუსლიმთა კულტურის, რელიგიისა და ადათ-წესის მიმართ. რეკლამის შემქმნელები შთაგონებას იღებენ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლის მენტალიტეტშიც აისახება ნაციონალური თავისებურებები. აქედან გამომდინარე, ბრენდი საერთოდ არ იყენებს სიტყვა ,,თავს“ ან ,,თმას“ და ეტიკეტზე წარწერა ,,Head and Shoulders” იცვლება ,,hijab and Shoulders”-ით. შამპუნის სლოგანი კი შემდეგია: ,,თუ ვინმე ისევ გკითხავთ, გსურთ თავსაბურით შხაპის მიღება...Hijab&shoulders თავდაჯერებული ქალისთვის და ქერტლისგან თავისუფალი თავსაბურისთვის.“ ახლა უშუალოდ მოდის სამყაროზე მინდა გავამახვილო ყურადღება და გაგაცნოთ პირველი მუსლიმი მოდელი ჰალიმა ეიდენი, რომელმაც ჰიჯაბითა და ბურკინით იპოზიორა ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისათვის. მას მიაჩნია, რომ რელიგია, კულტურა და ტრადიცია არ უნდა განსაზღვრავდეს ქალის საქმიანობას: ,,ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც ჰიჯაბი აცვიათ, უნდა ხედავდნენ ქალებს, რომლებიც აქტიურობენ ნებისმიერ სფეროში“. მარკეტერებმა ზუსტად იციან, რომ კომერციულ ინდუსტრიას წარმატებით შეუძლია შეცვალოს ადამიანის ქცევა. მუსლიმი ქალის მოდის ინდუსტრიაში გამოჩენა ჰიჯაბითა და ბურკინით, ერთგვარი მოწოდებაა, რომ ადამიანი არ არის შეზღუდული არჩევანში და ამავე დროს, სარეკლამო კამპანია მიანიშნებს მარადიული ფასეულობების თაყვანისცემაზე, ექსპრესიულად გამოხატვასა და პატივისცემაზე. როგორც ლუჩანო ბენეტონი აღნიშნავდა: ,,რეკლამამ უნდა გააცნოს ყველას კომპანიის შეხედულებები მის ფასეულობებსა და სამოქალაქო პოზიციაზე“.Feedc #feedcgrant #feedc #მოდა #მოდა2020 #რეკლამა #საინტერესოფაქტები #საინტერესო #საინტერესოამბები#მოდა #ხელოვნება #ბიზნესი
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 days ago
ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა
10 ივ­ლისს, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად დად­გე­ნი­ლია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. "ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს", - ვკი­თხუ­ლობთ სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. შე­გახ­სნებთ, ამ საქ­მის ფარ­გლებ­ში 17 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, რომ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში" მყოფ 6 პირს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს. კერ­ძოდ, მათ ბრა­ლად წა­უ­ყე­ნონ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი.სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­მო­ბილ­ში ის­ხდნენ: არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ასე­ვე - ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი: ა.ქ. და ზ.ხ. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მათ­გან 3 ახალ­გაზ­რდა წვე­უ­ლე­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და და ისი­ნი ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან წა­ვიდ­ნენ, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ჩი­ქო­ვა­ნის­ვე "ტო­ი­ო­ტა ქამ­რით", რო­მელ­საც, გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მარ­თავ­და ვა­სილ მა­ხა­რა­ძე. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით "ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი თა­ვი­სი და ნ.ხ.-ს ცე­მის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის მიზ­ნით, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სათ­ვის თა­ვი­სი და გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან წა­ვი­და თბი­ლის­ში". 27 ივ­ნი­სის პი­რის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა ნ.ც.-სა და გიგა ტა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­წია ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი პი­რე­ბის შეკ­რე­ბას, რის გა­მოც ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში მი­ა­კი­თხეს ვა­სილ მა­ხა­რა­ძეს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­სა და ნიკა ჟვა­ნი­ას და წა­იყ­ვა­ნეს მცხე­თა­ში. დღემდე გავრცელებული ინფორმაციით, იმ ტრაგიკულ ღამეს მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად "მერსედესში" მყოფი პირები დაესხნენ თავს, რომელსაც ძიუდიოისტი გიგა ტატიაშვილი მართავდა, "მერსედესის" წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე მალევე "ტოიოტა ქამრი" მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი ახალგაზრდები გაიქცნენ, "ტოიოტას" მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ დაიკარგა ახალგაზრდა ფეხბურთელი. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.
Video Today
Tbilisi · 4 days ago
ერთი ჩვეულებრივი დღე
გამოიწერე ჩემი არხი და უყურე ყველაზე საინტერესო ვიდეოებს Feedc-ზე!#videotoday #video #ვიდეო #normalday #thisisamerica
ქორიძე ამირანი
Tbilisi · 1 day ago
ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ნიჭი - დავით გიორგაძე და მისი „კადრჭერა“
წამი იყინება. ეს დროის ის მომენტია, რომელიც აღარ განმეორდება, ვეღარ შეიქმნება. ყოველი კადრი რეალობის ჭეშმარიტ სიუხვეს ამჟღავნებს, თუ რაოდენ მდიდარი და მრავლისმთქმელია თითოეული დეტალი. კარგი ფოტოგრაფის ნამდვილი ნიჭიც სწორედ მსგავსი, ანუ ყველაზე მეტად ექსპრესიული რაკურსის პოვნა და შემდეგ მისი „კადრჭერაა“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფოტოგრაფიას, ფაქტობრივად, ახლახან ჩაეყარა საფუძველი, არსებობენ არტისტები, რომლებმაც არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც სახელები დაიმკვიდრეს. მსგავს ხელოვანებს შორის აუცილებლად აღსანიშნია დავით გიორგაძე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული თვალთაღქმითა და სპეციფიკური ესთეტიკურობით. გასაოცარია, თუ რამხელა ძალა აქვს ხელოვნებას, როგორ ძალუძს შეგიცვალოს ცხოვრების ფერთა სპექტრი და მისი აღქმის უნარი, როგორ აღვივებს შთაგონებას და შეფარვით, მეტაფორულადაც კი წარმოაჩენს უნიკალურობას, სინამდვილეს, როგორ გვასწავლის სიყვარულს, მოწყვლადობასა და გულისხმიერებას. ხელოვნება უსაზღვროდ მიმღებია, მიგიღებს იმ იდენტობით, რომელიც ნამდვილია, შენია. სწორედ, ამან გაუღვივა დავითს ბავშვობაში „კადრჭერის“ ნიჭიც და ცხოვრების იმ ბილიკზე დააყენა, რომელზეც ახლა დგას. გიორგაძის ხელოვნებაზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია, როგორც კინოსადმი, ასევე დიდი რეჟისორების - ალეხანდრო ხოდოროვსკისა და ქშიშტოფ კესლევსის ნამუშევრების სიყვარულმა. დავითმა თავდაპირველად ძველი საბჭოური კამერებით, ფირებით დაიწყო ფოტოების ბეჭდვა. წლების შემდეგ, მან მოახერხა თბილისური კომერციული რეკლამებიდან „ბრიტანეთის მოდის საბჭოს“ მიერ გაოქვეყნებულ სიაში, ას „ყველაზე ინოვაციურ და შთამაგონებელ“ არტისტებს შორის ადგილის დაკავება. ყოველივე ეს კი - თავისი საქმის სიყვარულითა და თავდადებით. ამ დროისთვის, დავითი ბერლინში მოღვაწეობს. მას ისეთ ცნობილ პუბლიკაციებთან უთანამშრომლია, როგორებიც Another Man, CR MEN, Ansinth, Carcy, Dazed, INTERVIEW MAGAZINE და MASSES MAGAZINE არიან. გასულ წელს, ამ ჩამონათვალს ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ჟურნალი Antidote-იც დაემატა, რომელთან კოლაბორაციაც, გიორგაძის კარიერაში ნამდვილად ხაზგასასმელი და დასამახსოვრებელია. მოგეხსენებათ, ჟურნალი სეზონურ ხასიათს ატარებს. იგი წელიწადში ორჯერ გამოდის და თითოეულ ჯერზე თითო ფოტოგრაფთან მუშაობს. შესაბამისად, ფოტოებიც მხოლოდ იმ არტისტებს ეკუთვნით, რომლებთანაც შეთახმება აქვს გაფორმებული. დავითთან თანამშრომლობის დროს, მაშინდელი სეზონის სათაური „გადარჩენა“ იყო. ძალიან საინტერესოა გიორგაძის ინტერვიუ ამავე ჟურნალთან, სადაც იგი ქართულ რეალობასაც უთმობს ყურადღებას: - „ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ჩემს ქვეყანაში ქართული მუსიკაა. ღამის სამყარო გუგუნებს. იგი გასაოცარი, ამაღელვებელია. ხალხი ბრძოლისას ერთმანეთს მხარს უჭერს, იმისთვის, რისიც სწამთ, მათ შორის „ლგბტ+“ უფლებებისათვის იმ ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტატუსს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური სახელწიფო მთელ მსოფლიოში“. განა ეს ნამდვილი ბრძოლა არაა გადარჩენისთვის?! შესაბამისად, ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ დავითის ნამუშევრები Antidote-ის „გადარჩენაში“, სწორედ ამაზეც ამახვილებს ყურადღებას. გიორგაძის ობიექტივს არაერთი ისეთი ცნობილი სახე დაუფიქსირებია, როგორებიც არიან: მსახიობი ტიმოთე შალამეი (ვისთან ერთადაც მუშაობას განსაკუთრებულად კარგად იხსენებს), მომღერალი The weekend-ი, გვენდოლინ ქრისთი, ეზრა მილერი, ასევე ცნობილი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი და სხვები. მისი ნამუშევრები ვნებითა და სიცოცხლის წყურვლილით მთრთოლარე ფერების შერწყმას წარმოადგენს, რომლებიც ბუნებრიობის, ავთენტურობისა და ადამიანური სინამდვილის ნაზავია. თითქოს, მათთვის არსებობა, სიცოცხლე იმდემად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ფოტოგრაფისათვის ადამიანთა უფლებების თანასწორობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკაში და ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, გიორგაძე გერმანულ Vogue-თან ერთად ანტირასისტულ და ანტიდისკრიმინაციულ ნამუშევრებს ჰქმნის და თავის, როგორც თეთრკანიანი მამაკაცის პრივილეგიასაც საქვეყნოდ ააშკარავებს. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დავითი ჩვენი დროის ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შორის განსაკუთრებულ ადგილს ნამდვილად დამსახურებულად იკავებს. საქართველოში უნდა იცოდნენ მისი მსგავსი პროფესიონალი ქართველი არტისტების არსებობის შესახებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქართული და მსოფლიო ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებს. 23 წლის ფოტოგრაფის კარიერა, ფაქტობროვად, ახლა იწყება, ამიტომ მხოლოდ მისი ხელწერისათვის დამახასიათებელი უნიკალური და კრეატიული პროექტები, უნდა ჩავთვალოთ, რომ მომავალშიც ნამდვილად ბევრი იქნება.#feedcgrant Feedc #ხელოვნება #ფოტოგრაფია #ფოტოგრაფი #ფოტო #ცნობილიადამიანები #ქართველები
+4