გორში კაცი პირუტყვს დაეჯახა
Gori Daily
2019 წლის 1 აგვისტოს გ.ბ-ს საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, რის შემდეგაც გ.ბ პირუტყვს დაეჯახა.
მან აღნიშნული ოქმი გაასაჩივრა და მიუთითა, რომ ნაბახუსევი კი მართავდა საჭეს, მაგრამ პირუტყვთან დაჯახება ამ ფაქტს არ უკავშირდება.
"საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომანქანის ფარების თვალისმომჭრელი ნათების გამო მან შეანელა სვლა, რადგან თვალთახედვის არე მის წინ აღარ იყო მკაფიო, რა დროსაც გზაზე მოულოდნელად გადმოვიდა პირუტყვი; ამ მომენტში იგი მოძრაობდა საგზაო კოლონაში; გზის მეორე მხარეს იყვნენ ქვეითად მოსიარულენი; პირუტყვის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება იმ მომენტში იყო იმდაგვარი, რომ პირუტყვთან შეჯახება გარდაუვალი იყო" , - ამბობს გ.ბ-ს ადვოკატი.
სასამართლომ აღნიშნული არგუმენტები გაითვალისწინა და მოსამართლემ შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ავარია
#ახალიამბები
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა