რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ ზღვაზე

0
ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ისაუბრა იმ რეგულაციებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვა მოქალქეებს ზღვის სანაპიროზე მოუწევთ. მისი განცხადებით, უკვე 1 ივლისიდან სანაპირო ზოლი სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა გასახდელები, საშხაპეები და შეზლონგები. “ჩვენ მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და სანამ რეგულაციებს მივიღებდით, მსოფლიოს ყველა სანაპირო ზოლის გამოცდილება გავიზიარეთ. ჩვენ გვაქვს ეს პატივი, რომ პირბადის გარეშე შეგვიძლია გავირუჯოთ და ვიცურვაოთ.” მან ასევე აღნიშნა, რომ გამქირავებლის პასუხისმგებლობა იქნება, ხსნარით დაამუშავოს შეზლონგი, სანამ მას მოქალაქეს მიაქირავებს:“როდესაც შეზლონგს ვიქირავებთ, გამქირავლების ვალდებულებაა თითონ დაგიმუშვაოს შეზლონგი სპეციალური ხსნარებით. რაც შეეხება ნარჩენებს, კონტეინერებში უნდა გადავაგდოთ. იქნება ეს ხელთათმანები, პირბადეები თუ სხვა.”მან ისიც აღნიშნა, რომ სანქციები მკაცრი იქნება და მაგალითად, მხოლოდ ნარჩენების დაყრაზე იქნება 80 ლარიანი ჯარიმა. ხოლო კონკრეტულად სხვა დარღვევებისთის რა სახის რეგულაციები შემუშავდება, ეს მალე გახდება ცნობილი. ირაკლი ჯინჭარაძემ ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ სანაპიროზე უმჯობესი იქნება მოქალაქეება დისტანცია დაიცვან.
#ზღვა
#შეზლონგები
#ზაფხული
#ბათუმი
batumidaily
0