მტკვარში გაუჩინარებული მარნეულელი კაცის ცხედარი იპოვეს
355 Views
Marneuli Daily
Marneuli · 2 months ago

28 ივნისს, შუადღისას, მარნეულში მდინარე მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მყვინთავები და მაშველები. დრონების მეშვეობით ხდებოდა პერიმეტრის მონიტორინგი და მიმდინარეობდა მდინარის ფსკერის სკანირება.

მედიის ინფორმაციით, 60 წლის კაცი მეგობრებთან ერთად 26 ივნისს, საღამოს საათებში, მტკვარზე თევზაობდა. თევზაობის დროს მდინარეში ჩავარდა და გაუჩინარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს , რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

#მტკვარი #ცხედარი #მარნეული #marneulidaily
#ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 2 months ago
4
Write a comment