რუბრიკა „სოხუმის თეატრის გმირები“

0
🔻 ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას -
#სოხუმისთეატრისგმირები
. 🔴 დღევანდელ რუბრიკაში გავიხსენებთ სოხუმის თეატრის მსახიობს - ვასო ჩხეიძეს. 👤 ვასო ჩხეიძე დაიბადა 1957 წელს ქ. სოხუმში. დაამთავრა ხაბაროვსკის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1982 წლიდან მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად. ვასო ჩხეიძე დიდი ოსტატობით ასრულებდა ეპიზოდურ და სახასიათო როლებს. ◼️ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განხორციელებული როლები: ➟ „ჩემი კუთვნილი მყუდროება“, გ. კვარაცხელია, რეჟ: გოგი ქავთარაძე, შესრულებული როლი: გიო; „მარადისობის კანონი“, ნ. დუმბაძე, რეჟ.: გ. ჟორდანია; „დიდოსტატის მარჯვენა“, კ. გამსახურდია, რეჟ: გოგი ქავთარაძე; „ბრძოლა ტახტისთვის“, ჰ. იბსენი, რეჟ: გოგი ქავთარაძე და სხვ. 1992 წლის ომის დროს მსახურობდა აფხაზეთის 321-ე ბატალიონის მოადგილედ. ⭕️ 1993 წლის 29 მარტს, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. 🎖 2018 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
#რუბრიკა
#სოხუმისთეატრისგმირები
#ჩვენგვახსოვს
#ვასოჩხეიძე
0