"გირჩი - მეტი თავისუფლება" - ზურა ჯაფარიძემ ახალი "გირჩი" დააფუძნა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ზურაბ ჯაფარიძემ ახალი გირჩი ოფიციალურად დააფუძნა. დეკემბერს ყრილობა გაიმართა, სადაც ახალი გირჩი შეიქმნა. პარტია დარეგისტრირდა სახელით მეტი თავისუფლება - გირჩი. ზურაბ ჯაფარიძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ჯაფარიძის განცხადებით, ახალი გირჩის მთავარი განსხვავება მის ღიაობასა და გახსნილობაში იქნება. მისი თქმით, ეს პლატფორმა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკუთარი იდეები წინ წამოსწიონ.