შალვა ნათელაშვილი: ყველა თავის ეგზიტპოლს წერს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს: „ყველა თავის ეგზიტპოლს წერს. უბნების დათვლა ჯერ არ დაწყებულა და უკვე ზეიმობენ. დაველოდოთ შედეგებს!“ ოთხი ტელევიზიის დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების თანახმად, ლეიბორისტულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1-დან 2%-მდე მოიპოვა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30923119.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020