ცხინვალში დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

Gori Daily

ახალი კორონა ვირუსით დაინფიცირების ოთხი ახალი შემთხვეფვა დაფიქსირდა ოკუპირებულ ცხინვალში. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხიდან ორი მედიცინის მუშაკია. "პარასკევს, ჩავატარეთ 111 ტესტირება და აქდენა, ოთხი დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო ამ ოთხიდან, ორი მედიცინის მუშაკია.", - განაცხადა, ცხინვალის მთავარმა სანიტარმა ანა გაგლოევამ. ამ დროისთვის, ცხინვალში სხვადასხვა საკარანტინო ზონებში, დაკვირვების ქვეშ 348 ადამიანი იმყოფება, ხოლო სულ დაინფიცირებულთა რაოდენობა 34 შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცხინვალის მთავრობამ, ვირუსის გავრცელებისგან თავის დაღწევის მიზნით, თავდაპირველად საოკუპაციო ხაზზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი დაკეტა, რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, მასთან საზღვარი მოგვიანებით ჩაიკეტა. ცხინვალის რეგიონში, დაინფიცირების პირველი შემთხვევა კი 6 მაისს რუსეთიდან დაბრუნებულ სამხედრო სასწავლებლის კადეტებს დაუფიქსირდათ. ამასთან, მიუხედავად იმის, რომ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება, სრულიად უარყობს ვირუსთან ბრძოლაში, საქართელოსთან თანამშრომლობის სურვილს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაინფიცირებული რამოდენიმე ცხინვალიდან, სწორედ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის მკურნალობას. #ცხინვალისრეგიონი #ოკუპაცია #კორონავირუსი #შიდაქართლი #goridaily