თბილისის მერია მოქალაქეებს: საზოგადოებრივი ტრასპორტით აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისის მერია COVID – 19-ის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით მოქალაქებს მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.
ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულებას ტრანსპორტში შსს-ც ზედამხედველობს.
თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცახდებით მეტროსსადგურების შესასვლელებთან საპატრულლო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს პირბადეების გამოყენებას შესხსენებენ.
„იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბრადე, მას ჩვენ ვაძლევთ.. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მთავრობის განკარგულებით პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა.
გაუსლი 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 342 აჭარიდანაა. ინფიცირებულთა რიცხვი თბილისში 277-ია. ბოლო დღე-ღამეში 11 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლიილთა საერთო რიცხვმა 124-ს მიაღწია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30896586.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)