7 votes
2 comments
0 shares
Save
6 views
Levani Prodiashvili
Tbilisi · 1 year ago

ქარი აქ ხარ?


Levani Prodiashvili
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Levani Prodiashvili
Tbilisi · 1 year ago
არის აქ ვინმე?
აკუნა მატატა
Tbilisi · 3 months ago
ნიკა კვესელავას პოეზია
ო ლა ლა ჩვენ გიჟები,ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, მაპატიე,მორალი ღმერთი ქაღალდისაა! დედამიწა ხაზივით, ცოდვილების საშოა, დედამიწა პაზლია, ბავშვის სათამაშოა. ბრბოს ხმა - ურა კრებითი, ფრაგმენტებად,კადრებად ერთხელ გამოკვებითაც არა,არ გეკადრები არა,არ გეკადრები. არა,არ გეკადრები. უსარგებლო მადლია, დაშრეს არქიპელაგი, ჩემი ძვლები ჯართივით მიწის ქვემოთ ელაგოს. გამო, გამომაფხიზლე, შენგან გადმომათრიე, დაუფიცარს გაფიცებ, ადრინდელზე, ადრეა. სული თითქოს მორგია, ხორცი მიწის მოვალე, ცოცხალ მკვდრებიც გჯობივართ ჩვენ გიჟები,ო ლა ლა. აჰა,შენი სათავე, ჭეშმარიტი,დეკადა, ალბათ დამასაფლავეს, თორემ დამირეკავდი. ცოტა რამეს მკითხავდი, ცოტას წაგიკითხავდი, პირგამშრალი,სვენებით, ვიცი, რომ არ გეძინოს იცი გამიხსენებდი. წრეზე ბრუნავს ეს ეზო, სახლი უსმენს ბეთჰოვენს, მხოლოდ ქრისტემ ვერ შეძლო ქრისტესავით ეცხოვრა. მთვარის შუქზე, წითურო, მაგ საწოლზე სატინის, შიშვლდები რომ გიყუროს, ღამემ როგორ გატკინა. თავზე რომ არ ფიქრობდნენ ვესტიბულიზაციას, მოაცილებს მიკრობი(თ) მზე რომ ქვრება მაციებს. ფეხზე კარი მოვიბი, არაფერი არ გქვიათ, ეს სიცოცხლე მოვიგე, სოხუმია,არქივი. ხორცში ისე გაკივის ტკივილი რომ არ მტკივა. ეჭვნარევი ბაცილი, დახეთქილი საძილე, სავსე მთვარეს ვაცილებ ჯანმრთელობა დაცლილი. გააჩინა,უარა სისხლის გამოსაშრობად, სიყვარული, სუ! არის, ტკივილია ბავშვობა. აი,ასე ო ლა ლა, აი,ასე ო ლა ლა, ღმერთი ქაღალდისაა, რეალურად მოვკალით! მიზეზ მიზეზ დავხიეთ, დამალული ჯერ არ ვართ, გვღალატობენ ძაღლებიც რაღაც რიგზე ვერ არი... რაღაც მართლა ვერა რა, სამოც კილოს ვიწონი, მოდი, მოდი, წითურო! ჰპოვე შენი საქმენი, კოცნა გამომიწოვე, სანამ სხვები დამკბენენ. ჩვენ გიჟები,შემთხვევით შიმშილს ვიკლავთ წიგნებით გამო, მათავისუფლეთ, მომიაროთ იქნება. პოეზია ნიჭია, თქვენ რომ აღარ გიჭირავთ, მაპატიეთ,მორალი ჩვენ გიჟები, ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, ღმერთს ზეცაში რა უნდა ღმერთი ქაღალდისაა! *** ქვა ეგდო, გულის ფორმის, ხელების გზაჯვარედინზე, ამოგიყვირე აივნიდან ისე მეტკინე მერე თვალებით დაგახამხამე რომ არ მეტირა. შენ ილოცე და გადაგიწერე,სული ამომხდა,სულსაც ამოვხდი. ამ წელსაც მოვა ქარიანი შემოდგომა სინამდვილეში, არა ისეთი რომ გეოცნება, არა ისეთი რომ გეგონა, დერეფნებს,კორიდორებს საით მივყავარ?! ისე მინდოდი შუაღამით,ხველა დამეწყო, გარეთ აცივდა,შენ შეგიძლია ძველებურად შენში მიფიქრო, შეგეძლოს მაინც სიზმრებიდან შემხვდე, ცა გავცრიცოთ, დავბნელდეთ, დავშრეთ სადმე გავიქცეთ. უძილობისგან დასრესილი ძველი კადრები, გუშინდელი დღე არქივივით შეგინახე, შენს ფეხებთან შენს მუხლებთან სურვილს მოგიფხან და დავიწყებამდე სხეულიდან სუნს აგფხეკ. რუკაზე სძინავთ ქალაქებს,მე და შენ არა, როგორ მინდოდა შენი სუნთქვით გამეთბო წვიმა, პეპლები მუცლის ღრუში აგიჭრელდება, გადავყრით აჩრდილს ჩვენს შუა, წყლისკენ, . რა ადვილია მთელი წელი უხმოდ გელოდო ყოველ პარასკევს შიშებისგან განთავისუფლებ, მაინც შორია დედამიწა ორივე მხარეს შუშის ნატეხზე გაჭრილ გრძნობებს გამომიწოვს მთელი ეპოქა აღარ დავწერ აღარ დავწერ გადაიჩვიე ეგ თვალები ჩემი ლექსიდან. ბალახები წითელია თუ დახმა და გამოილია, არახარ არც წინ არც უკან შენ არ მოხვედი... მე მეშინია ვეღარ გიცნო,თავდაპირველად და გაუცხოვება ომივით დაგვეწყოს გამხმარ ბალახზე. გამიშლი ტუჩებს ცდუნებების გამოსაშვებად, მიყვარხარ ახლა შეიძლება ჩემზე მეტადაც მგრძნობდე რადგან მკვდარი ვარ, შენი ტკივილის წასაღებად ისევ მოვედი, ყველა ქუჩაზე, მაღაზიაში, წიგნებში, ან სულაც გამვლელის თითებსაც მოუძებნი ჩემში მსგავსებას. ვერასდროს გადამივიწყებ. შენ ყოველ დილით მზესთან ამოხვალ მე ყოველ ღამით გადავბრუნდები, ურმებს გადავყრი გზებიდან და გზა არ იქნება, ჩემს იქეთ შენს იქეთ ჩვენ დავინახეთ შეგრძნებების მძიმე ლითონი, ისეთი მძიმე რომ ვერ ავწიეთ. ქვა ეგდო, გულის ფორმის დედამიწაზე უნდა წაგვეღო უნდა წაგვეღო გაგვენაწილა. **** ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვუსმენ საკუთარ აჩრდილის ფეთქვას, ჰო,ყველაფერი ჩემი ბრალია, რაც უკვე ვთქვი ან რაც უნდა მეთქვა. რაოდენია სულში რაოდენ, გაუქმებული გზებით,ხიდებით, მოვალ სიცილით,სასაფლაომდე და ერთიანად აგიტირდები. შენი ქუჩაა,მეათასედი, მოლურჯო ზონა,ხველას იწყებენ, სინამდვილეში არ ხარ ასეთი, გახსენებამდე, დაგავიწყდები. ღამე მორგია, ან რა მოგივა, მთვარის მაგივრად შეხვდე ალიონს, რისთვისაც იბრძვი, თუ შენი ღვიძლი გაგიშვებს ბიჭო, უნდა დალიო. ყველასთან ვისაც ფული არა აქვს ცდომა ნიჭია და მსახიობი, გულისტკივილი ვეღარ გადაგაქვს... წერონ მაგათმაც, ხატონ მაგათმაც, შენი პილატე,ჩემი იობი. მოკვდი! იომე! ყველა ჭრილობის განსახილველად, მოდი პირველად! წადი მეორედ, გაგიმეორებ, რომ გზა მცდარია, წყვეტილ სანიშნით, არც არაფერი არ მიხარია, შენი ცრემლები იცის ბალიშმა. აღარ გამიშვა, აღარ გამიშვა, თეთრი ხელები,ლურჯი მოლია, არ გაგიკვირდეს ზეცამ ქარი შვას, არც არასოდეს მოგიყოლია. როგორ უყვარდი, წიგნების კითხვა, იმ ვიღაც ვირთხას, შენი თვალები არ უნახია, შენი ტუჩები არ უნახია, არც შენი ცრემლი,არც შენი სევდა. აკი ახია, იქ აღარ ცხოვრობ,ძველი სახლია. ან რაღა დარჩა,ხარაკირია, გადაირიე?! რას მემართლება, მუხლებზე არა, საწოლზე ჯდები მიყურებ მღვრიედ, ქრისტეს სანთლებით. დავრჩით მარტონი, აწი,ბატონო... არავინაა ჩვენი პატრონი, მიმიღე, გულში ან მიმატოვე! სიმინდის ყვითელ თავთავებიან, ღეროებს, თავი უნდა უხარო, იქნებ ეშველოს რამე ამინდებს, მეტყვი ,,ბუ ხარო'' გეტყვი ,,წავიდეთ'' ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვიფიქრე, მოვკვდი, ღამე ვათიე, თუ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მაპატიე!
Levani Prodiashvili
Tbilisi · 1 year ago
არის აქ ვინმე?
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 days ago
50 სმ კორპუსებს შორის და მოსახლეობის პროტესტი
ადგილობრივები ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის
50 სმ კორპუსებს შორის და მოსახლეობის პროტესტი
ადგილობრივები ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის
Levani Prodiashvili
Payallar · 1 year ago
არის აქ ვინმე?
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 days ago
„ლელოს საქართველოსთვის“ შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა
პოლიტიკურმა პარტიამ „ლელოს საქართველოსთვის“ შუახევში რიგით 2
„ლელოს საქართველოსთვის“ შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა
პოლიტიკურმა პარტიამ „ლელოს საქართველოსთვის“ შუახევში რიგით 2
Irina Toronjadze
Tbilisi · 4 months ago
ჰეფი ენდი
მერამდენედ ვუყურებ ამ ჰოლივუდურ ფილმს ან იქნებ სულ სხვა ფილმია, რა მნიშვნელობა აქვს, იგივე ხდება აქაც: გოგო შეხვდა ბიჭს, მოეწონათ ერთმანეთი, ვნება, ამბავი ,ერთი, მეორე, ცოტა პერიპეტიებიც, დამონტაჟებული კადრები და აჰა, დასკვნითი ნაწილი: სიყვარული იმარჯვებს! მე მგონია, ყველაზე რთული ხვედრი მაინც მემონტაჟეს ერგო წილად. იცის, იცის მემონტაჟემ როგორც უნდა, როგორც ხდება... ამ ფილმებს, ჰეფი ენდის გარდა, რაღაც სხვა ხიბლიც აქვს,რაც ასე მიმზიდველია ჩემთვის: დასავლური ატმოსფერო , თავისუფლების განცდა ,ცოტა გადამეტებულიც; აკრძალვებზე რეაქციას უფრო წააგავს ეს ყველაფერი, უფრო ამბოხია ,მაგრამ მაინც სიმსუბუქე მოაქვს! მეც მინდა ეს მწვანე თმები, ტატუ და ნაბახუსევზე - ჩახლართული ურთიერთობის ბოლოს ადრენალინის სიმთვრალეს რომ მოსდევს - ერთი ჭიქა გაზგასული ფლირტი... მე კარგი წრიდან ვარ, ასე ითვლება და მეც ასე ვთვლი; არაერთი თაობა მეცნიერების ოჯახიდან. მეგობრებიც ასეთები მყავს - ინტელექტუალები. ფულით ვერ შემოხვალ ამ წრეში, ვერც “ინამარკა” მანქანით დაიწერ ქულებს. ერთადერთი, რაც აქ აინტერესებთ არის- რა წიგნს კითხულობ? დასავლური ფასეულობებიც ასეთ წრეში იკიდებს ადვილად ფეხს - ნიადაგია კარგი და იმიტომ. ადამიანი რომ უზენაესი ფასეულობაა და პატივისცემას იმსახურებს-ეს ბავშვობიდან ვიცოდი. შესაბამისად, შემდეგი პერიოდი სულ გაოცებული მიწევდა ცხოვრება: გაოცებული ვიყავი იმით, რომ მასწავლებელი „საჭიროებისამებრ“ სახაზავს ჩაარტყამდა მოწაფეს; ლექტორი უკადრისობდა „ზედმეტ“ კითხვებს სტუდენტისგან; ექიმი პაციენტს არც უყურებს, ისე სინჯავს და შემდეგ გაუგებარი ტერმინებით ისტუმრებს და თან თავმომწონედ კმაყოფილია- მარტო თვითონ გაიგო რაც თქვა და იმიტომ; ჯვარზე სამთხვევად პირველი ფეხმძიმეები, მერე რა თქმა უნდა კაცები და მერე ისინი არც კაცები და არც ფეხმძიმეები რომ არიანო- ნუ სავარაუდოდ ქალები იგულისხმებიან. პირველად ამას რომ შევესწარი სიტყვა დისკრიმინაცია არ იყო ჩემი ლექსიკის აქტიურ ნაწილში, მაგრამ ემოციური ინტელექტიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ დამენახა და მეგრძნო რაც ხდება. ამასობაში ვიღაც „გაიპარა“, ვიღაც „მოიტაცეს“, ძირითადად პერიფერიებიდან ჟღერდებოდა ასეთი ინფორმაცია , მაგრამ თბილისსაც ვერ დაარქმევდი ქალაქს ამ თვალსაზრისით და თითქოს ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს ზემოთქმულთან?! დღეს უკვე დასაქმებულები და ლამის დატატუებულები , თავისუფლების ელფერითა და ანდერგრაუნდული გართობის სტილით, თავისუფლებისვე ხათრით ოდნავ ჩაჩაჩული შარვლებით და მაინც სახაზავის მოხვედრის შიშით გაჟღენთილები, დიქსონის მიქსებზე “ვძიგძიგებთ”. ისინიც “ძიგძიგებენ”, ვინც ქალებზე წინ გარბიან ჯვარზე სამთხვევად, უფრო “ალივერებენ”; “მამენტ” ცეკვაც უტყდებათ და ვინმეს „დაკერვაზე“ ჩალიჩობენ ; დარწმუნებულები არიან, რომ სექსი სიბინძურეა, მაგრამ რა ქნან, „კაი ტიპობა“ ითხოვს - დაკავდნენ... აქაც მემონტაჟეს ვისურვებდი , ბნელი კადრები რომ ამოჭრას... არა, ასეც არაა! შუქთან ერთად, 90-იანების მერე, სპეციალისტად ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული განათლებაც მოვიდა! ახალმა თაობამ, თითქოს გაბლაგვებას გადარჩენილი ინსტინქტით, იგრძნო საიდან უბერავს ქარი; რომ ჯანსაღი ფასეულობების ირგვლივ გაერთიანების დრო დადგა! - სწორედ ამ ქიმზე შედგა და გამოცდილი სერფერივით მიყვება ტალღას, რომელიც მგონი ერთადერთი გზაა ჰეფი ენდამდე მიმავალი... ... მართლაც, რის მაქნისია გზა თუკი ჰეფი ენდამდე არ მიგვიყვანს?
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული ბათუმში - 5 მიზეზი
დასვენება, განტვირთვა, მზე, ზღვა.. ეს ყველაფერი ასოცირდება ი
რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული ბათუმში - 5 მიზეზი
დასვენება, განტვირთვა, მზე, ზღვა.. ეს ყველაფერი ასოცირდება ი
მარიკო გეწაძე
Holon · 3 months ago
ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესო ფილმი, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაა, მოგონებები კი ილექებიან, ილექებიან და ბოლოს რაღაც მაინც გვახსენებს მათ, თითოეული ეს მოგონება კი თითქოს ნივთია, რომელიც შევინახეთ, მაგრამ არ გვახსოვდა სად და აი უცებ შემთხვევით, წავაწყდით მტვრიან თაროზე ან სულაც ძველ ჩანთაში, რომელიც კიდევ სხვა მოგონებას გვიღვიძებს. ქუჩაში გასვლისას ქარი და სახეზე ნაზი შეხება, მუსიკა, კინო, ადგილი, სურნელი, ვითარება, თითლეული ეს, ჩვენში უმეტეს შემთხვევაში გაურკვეველ ემოციას იწვევს, რასაც ვერ ვხსნით, თითქოს რაღაცას გვახსენებს და თან არა. არსებობს ისეთი მოგონებებიც რომელთაც შეუძლიათ ერთ წამში აგირიონ გონება და გული, ისეთი მოგონებები, რომლებიც ვერასდროს წარმოგედგინა, თუ ოდესმე იარსებებდა, ხანდახან ფიქრობ კიდეც, როდის გავხდი ასეთი? აქამდე როგორ დავეცი? ნეტა რამის შეცვლა შემეძლოსო, მაგრამ უკვე გვიანია, ალბათ ასე უნდა მომხდარიყოო იმშვისებ თავს და ივიწყებ, ანუ ისევ ინახავ იმ მოგონებას, უბრალოდ ძველი წიგნის ორ ფურცელს შორის დებ და თაროზე აგაქვს დასადებად. მაგრამ არიან მოგონებები, რომლებიც გაიძულებენ გაიღიმო, იმ ბურთს რომელიც ყელში გაგეჩხირა ათავისუფლებენ და ხვდები, რომ მარტო არ ხარ, როცა შენი საუკეთესო მეგობარი განუწყვეტლივ გირეკავს, როცა სწორედ ისეთ მომენტში ახსენდები, როცა გჭირდება და შენ ხვდები, რომ არ ხარ მარტო და არც არასდროს იქნები, როცა ნაცნობ ქუჩაზე აივლი და მის სახლს დაინახავ, გემრიელად გადაიხარხარებ და თან ცრემლები მოგადგება მონატრებისგან, შენთვის აზრი ეკარგება შენ მისთვის ვინ ხარ, უბრალო მეზობელი ან თანაკლასელი ან თუმდაც ვინმე სხვა თუ მეგობარი, ამ დროს მთავარი ისაა თუ ის ვინარის შენთვის.. ეს ემოციებია, ემოციები, რომლისთვისაც ღირს იცოცხლო. გზა რომელსაც ადამიანი ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვმდე გადის, ტკბილიცაა და მწარეც, ხანდახან ვკარგავთ და ხანაც ვპოულობთ, ხშირ შემთხვევაში ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი რადგან თითოეული მისი უსამართლობა, სამართლიანს ხდის ჩვენს ცხოვრებას, მაგალითად, ხშირად როცა კარგავ, ხვდები რა ძვირფასი ყოფილა, ხშირად როცა ენდობი, არააქვს მნიშვნელობა ვის, თუმდაც ნათესავს, ხვდები, რომ ასიდან ერთს უნდა ენდო და ხშირად, როცა შენი იდეალი ადამიანის საფლავს დაჰყურებ, რომელიც შენს დაბადებამდე გარდაიცვალა, არააქვს მნიშვნელობა ძმაა ეს თუ სხვა, გრძნობ, რომ ის შენს გვერდითაა.. ემოციები და მოგონებები კი ფრაგმენტაციაა..#life #news #goodplaces #israel #georgia #love
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 days ago
"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი"
მსა­ხი­ო­ბი ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ცოტა ხნის წინ 81 წლის
"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი"
მსა­ხი­ო­ბი ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ცოტა ხნის წინ 81 წლის