ავსტრალიაში ინფიცირების მეორე ტალღა დაიწყო- ქვეყანაში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

Headline

ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში, კორონავირუსის 532 შემთხვევა დაფიქსირდა და ამით ქვეყანაში ახალი ანტირეკორდი დამყარდა. სამთავრობო პირები ვირუსის გავრცელების გაკონტროლებას ცდილობენ. უკვე ორი კვირაა მელბურნში 5 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინში იმყოფება. მთავრობა საზოგადოებას წესების დაცვისაკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით კი იმ მოქალაქეებს, რომლებიც სიმპტომების ქონის მიუხედავად, კვლავ აგრძელებენ სამუშაო ადგილებზე სიარულს. ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მეოთხედს აწარმოებს, სრულ კარანტინშია. ავსტრალიაში არსებული შეზღუდვების გამო მშპ ,დაახლოებით, 2.4 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამასთან, ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი სამხრეთ უელსის შტატმა ბოლო 24 საათში ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაადასტურა. წყარო: Bloomberg სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #coronavirus #Australia #კორონავირუსი #ავსტრალია #ახალიამბები