რა უნდა გაითვალისწინოთ D ვიტამინის მიღებისას

0
D ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ტანდეგობისა და აქტიური მხცოვანობისთვის, იმდენად რამდენადაც ის მოქმედებს ორგანიზმის მრავალ ფუნქციაზე. ხშირად მას მხოლოდ ბავშვებს უნიშნავენ, უპირატესად ზამთარში. თუმცა, ამ ვიტამინის ნაკლებობა მოზრდილ ასაკშიც აღინიშნება. ამასთან, ვიტამინის დარტყმითი დოზებით მიღება არ შეიძლება, რადგან ჰიპერდოზირების რისკი ამ შემთხვევაში მაღალია. თუ მომატებული დოზებით, 2-3 კვირის განმავლობაში მივიღებთ D ვიტამინს, შეიძლება განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია. ამ დროს ვითარდება მადასთან დაკავშირებული პრობლემები, წყურვილის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ძილიანობა, მომატებული წნევა, არითმია, კანჭის კუნთების კრუნჩხვა, გახშირებული შარდვა. D ვიტამინით ქრონიკული მოწამვლა ხდება, თუ ადამიანი მას 6 თვეზე მეტხანს ღებულობს გადაჭარბებული დოზებით.
0