2 votes
comments
16 shares
Save
რა პირადი საქმეების “მოგვარებას სთხოვდა” გვარამია მირიანს? – “ჩასვრილი საქმეების…”
1901 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

მწერალი მარიამ ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნიკა გვარამიას ფოტოს და წერს:

“ჩემი სოციალგვერდის დაბინძურება არ მინდოდა შენი ჰაბიტუსით ტაკიმასხარა ნიკა გვარამიავ, მაგრამ გულგრილი ვერ ვრჩები შენი გამოხტომის, ვულგარიზმის და სნობიზმის მიმართ.

მირიან ნიკოლაძე და კიდევ რამდენიმე მისი მეგობარი შენი ჯგუფელები რომ იყვნენ, მადლობა შესწირე უფალს, რადგან თუ იოტისოდენა ადამიანური რამ შემოგრჩენია მათი კეთილშობილების დამსახურებაა, რადგან არავის აძლევდნენ უფლებას სტუდენტობის დროს შენს მიერ უხამსად დაშვებული შეცდომებისთვის, სხვას დაესაჯე.

არადა, შენი გველაძუობის გამო, რამდენჯერ იყავი ღირსი უნივერსიტეტის კედელზე შემონარცხების და ქვაზე თავის გაჭყლეტის!!! ერთს მაინც დავაკონკრეტებ!

კარგად მახსოვს, მირიანის მეგობარმა გოგო-ბიჭებმა როგორ გადაგარჩინეს უფროს კურსელებისგან, თორემ მაგ გასიებულ თავზე ჩამოგახევდნენ კონსპექტებს… –

“რა, სად, როდის” დიდი ოჯახიდან ღირსეული არაფერი გამოგყვა? -არც იმ არაჩვეულებრივი მანდილოსნის დარიგების ნაგლეჯი არ დაგრჩა სულის კუნჭულში ჯგუფელის დედამ გულში რომ ჩაგიკრა შვილებთან ერთად?!. ნუთუ სითბოს და სიყვარულის ნატამალი არ გაგაჩნია?!. როგორ შეგიძლია “ჟარგონის კნინობითი ფორმით” მიმართო ჭირისუფალთ და ყველაფერი ბინძურ პოლიტიკაში ამოსვარო?!.

-შენი უდღეურობის რომელი ერთი მაგალითი გაგახსენო, შენ მართლა ეთიკური ქცევის ნორმების ოროსანო?!. -სამოსანი იყო ნიკოლაძე და შენ იყავი ფრიადოსანი? -შენი და შენნაირების მიერ დაზუთხული სამართალმცოდნეობაა ის შედეგი დღეს ჩვენ რომ ვიმკით!

-დიდი ხანია არ ელაპარაკები მირიანს? -მას შენთან რა საერთო აქვს, გარდა უნივერსიტეტის არა ნება-ყოფლობით არჩეული ჯგუფელობისა.

-მირიანი სამსახურს შენ გემათხოვრებოდა? -იქნებ, შენი ვიცე პროკურორობის დროს, მირიან ნიკოლაძეს და მის მეგობრებს შენ თავად ურეკავდი და აფრთხილებდი, ჩემი ტელეფონი ისმინებაო და პირადი-ჩასვრილი საქმეების მოსაგვარებლად შეხვედრას სთხოვდი?!..

-გაგახსენო მათი პასუხი?!. -ეტყობა იმ შეკურთხებაზე ისე დაიბოღმე, ახლაც კი იხრჩობი.

-პოლიტიზირების ჩარჩოებს რომ ვერ შორდები, ნიკავ?! -შენ თუ ვერ ხვდები, მე გეტყვი რატომ გაემიჯნა მირიანი სამთავრობო საქმიანობას,-იმიტომ, რომ შენ და შენნაირი დამნაშავეები დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ხართ და დაუსჯელები დაბოგინობთ!… თუმცა არასდროს ჩაუმუხლავს და არ წაბორძიკებულა ეროვნულ საქმეში. მირიანის ღირსება შეუფასებელია, რადგან მის გულში ” ენა, მამული და სარწმუნოება” დედის რძესთან ერთად არის შესისხლხორცებული. თემიდას და იუსტიციის სამართალიც შესანიშნავად ისწავლა და კაცთმოყვარეობაც დაბადებიდან ძარღვებში უჩქეფს!!!

-ღვინოს წურავს მირიანი? -დიახ, წინაპართა საშვილიშვილო საქმეს აგრძელებს და ნიკოლაძეების გვარის ღირსეული მამულიშვილობის უწყვეტ ჯაჭვში არის ჩაბმული. -შენგან განსხვავებით, ყურძნის ნაჟურის ფასიც იცის და გემოც!

-გვარამიავ, შენ გამოგრჩა მირიანის კიდევ ერთი ფართოდარგობრივი პროფილი,-იგი კლასიკოსთა შემოქმედებას თარგნის და შედევრებს ჰქმნის. რაც შეეხება მირიან ნიკოლაძის მაღალპროფესიონალიზმს და შენს მიერ მოხსენიებულ მის ადვოკატობას,-მირიანი “ცუდს არ შეეკვრის ზავითა” და შენ ეს ძალიან კარგად უწყი, ამიტომაც აკაკანდი და აკრიახდი…

-ზღვარი აქვს ყველაფერს, ნიკა გვარამიავ! მირიან ნიკოლაძეა შეუმდგარი და შენ შემდგარი? -ისე გაბეცდი ვეღარც კი არჩევ თეთრს და შავს,-ადამიანობის სიელმე დაგმართნია!!! დიდი ხანია შენ ზნეობის ზღვარს გადასცდი, მაგრამ შენივე გესლში რომ არ მოიშთო, ისევ მირიანს აწუხებს სინდისის ქეჯნა და კორექტულად გითითებს, რომ ახლა შოუების დრო არ არის!!! უფლისგან ბოძებული ნიჭი, ცოდნა და განათლება ქვეყნის, ერის და ვერც საკუთარი სულის სასიკეთოდ ვერ გამოიყენე და ამაში სხვებს ნუ დაადანაშაულებ!!!…

დროა და მეტიც, თვალები გაისუფთავო დირეებისგან, რადგან მძიმეა ის ჯვარი იუდობა რომ ჰქვია და ჩაგიტანს!!! -დასასრულს შეგახსენებ, რამდენიც არ უნდა იტაკიმასხარაოთ შენ და შენმა “საქმოსნებმა” ცირკის მეპატრონედ ის სულმნათი ოლიგარქი რჩება, რომელიც მირიანის მაღალზნეობრივ კრედოს აფასებდა და რომლის ფეხსაცმლის მტვრადაც თქვენ არ ღირხართ!!!…

-სტუდენტობის დროინდელი კი არა, ცამეტი წლის წინანდელი შური, ღვარძლი, იგნორი არ გასვენებს, გვარამიავ და დღემდე ვერ მოგინელებია!!!… შენი “გვამური გადმონაშთი” ვერც ეღირსება ასწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც უზადო, უპირობო და უანგარო მეგობრობა ჰქვია, რადგან “საიდუმლო სერობის” მოღალატეობრივობაზე, სიხარბეზე და ცივსისხლიანობაზე გეწიფება მხოლოდ გონება!!!!!!!!!!!!!!!

გლოვა მაინც გვაცადე იმ ანგელოზის, რომლის ცხრამეტწლიანმა სიცოცხლემ ღვთიური მისია შეასრულა და კეთილი სახელით გარდაისახა ზეციურ სამყაროში. შენი ფარისევლობა და იაფფასიანი შოუ სხვა დროისთვის გადადე, ავყია გვარამიავ!

“ხამობა” და “სუსის” აგენტობა შენეული ეპითეტებით რომ მოიხსენიე, ალბათ ცოდვამ წამოგაყრანტალებინა და მარტო მირიანს კი არა, მეც მ ე ც ო დ ე ბ ი ! ! !

პ. ს. უფალმა მოგცეს ძალა მირიან, ყვავ-ყორნების კორტნას გაუძლო და როგორც შენს პიროვნულ ღირსებას შეეფერება, თუნდაც გულში ცეცხლით და ქარიშხლით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული სიდინჯით, სამართლიანობა გაანაპირო!”

წყარო – xnews.ge


Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
2
Write a comment
16