დელფინარიუმი მუშაობას დღეიდან განაახლებს - დელფინებთან ცურვა დროებით შეუძლებელი იქნება

0
ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას დღეიდან, 30 ივნისიდან განაახლებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება. ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია დელფინარიუმის ვებგვერდზე. ვირუსის ძუძმწოვრებზე გადადების საფრთხის გამო, ცხოველებთან კონტაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში შეიზღუდება. 'კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენი ბინადრების, თანამშრომლების და თქვენიუსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, ინტერაქტივის - დელფინებთან ცურვის სერვისი, დროებით შეჩერებულია. 'შავიზღვისფლორისადაფაუნისშემსწავლელისამეცნიერო-კვლევითიცენტრი'მჭიდროდთანამშრომლობსყველაშესაბამისუწყებასთანდაჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და ვიზიტორთაკეთილდღეობისუზრუნველსაყოფად, განვიხილავთ და ვღებულობთ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომას'-წერია დელფინარიუმი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0