კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ამბობს, რომ ქვეყანა მწვავე პიკისკენ მიდის. დღეს 3 071 გამოვლენილი შემთხვევიდან 1 314 - თბილისში, 523 - აჭარაში. ბოლო 24 საათში კი 34 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფექციონისტები ამბობენ, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს.