კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა საქართველოში

0
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით 2 ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მეორე ისევ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევაა. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობას. ქვეყანაში კორონავირუსი 928 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 207. კოვიდ19 საქართველო
tbilisidaily
0