ქალღმერთი დიდი დედა

1
ქალღმერთი დიდი დედა ის ღვთაებაა მითოლოგიაში , რომელიც თითქმის ყველა ხალხის მითოსური აზროვნების ნაყოფია. ქალღმერთის კულტი უნივერსალურობით გამოირჩევა , რადგან ის იყო ერთ-ერთი უძველესი მითოლოგიური ღმერთი , რომელიც კი ადამიანს შეუქმნია. მისი სახელიც - , , დიდი დედა" მიუთითებს მის პირველობასა და ერთგვარ საწყისობას, რადგან თავდაპირველად სწორედ ის იყო ყველაფრის მფარველი , ხოლო დანარჩენი ღვთაებები მიიჩნევა რომ მისი დანაყოფები არიან. დიდი დედის სახე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემორჩენილი კავკასიურ მითოლოგიაში, აქ უფრო მეტი ფაქტი , გადმოცემა და არტეფაქტებია შემორჩენილი. თუმცა , დიდ დედას მცირე აზიაშიც საკმაო სიხარულით ხვდებოდნენ. ხშირად მისდამი მიმართული დღესასწაულები ორგიებსა და ღრეობაში გადაიზრდებოდა ხოლმე.მისი მთავარი ფუნქცია ნაყოფიერების მინიჭება იყო ადამიანისთვის. სწორედ ამის შემდეგ ინაწილებდა იგი სხვა ფუნქციებს , მაგალითად ქალაქების მფარველობა , რის გამოც დიდი დედის კულტი ხშირად ქალაქების კარიბჭეებთან იყო გამოსახული. მას გამოსახავდნენ ზოომორფული ატრიბუტებით , მაგალითად ლომით. ქალღმერთის კულტის ჩამოყალიბება დაკავშირებულია მატრიარქალურ წყობასთან , რომელიც პატრიარქალურზე ადრე დამკვირდდა. საინტერესოა ისიც , რომ ოჯახურ ცხოვრებასა და სოციალურ ყოფაში მამაკაცის როლის წამოწევის შემდეგ ქალღმერთმაც ტრანსფორმაცია განიცადა და მას გვერდით გაუჩნდა მამაკაცი ღვთაება , ძირითადად სატრფოს სახით. ამ ორი ღვთაების ერთიანობით გაიზრებოდა სამყაროს ერთიანობაც.
news
opinion
#მითოლოგია
#elysiumfields
1