საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 757 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 600-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2966 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.