ბუფონი და კიელინი ახანგრძლივებს!

0
ტურინის „იუვენტუსმა“ გუნდის ვეტერან მცველსა და მეკარეს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჯანლუიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმეს. ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წელს, „პარმადან“ გადაბარგდა, 2018 წლის ზაფხულში ლეგენდარული ჯიჯი „პსჟ-ში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ტურინში, ისევ უფასოდ დაბრუნდა. რაც შეეხება კიელინის, ის „იუვეს“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს, როდესაც გუნდმა ის „ფიორენტინადან“, 7.7 მილიონ ევროდ შეიძინა.
0