მსოფლიოში იკლებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირაში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 2.7 მილიონი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. 8-15 თებერვლის პერიოდში COVID-19-ით გარდაიცვალა 81 000 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია 10%-ით. გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 673 000-მდე შემთხვევა რეგისტრირებულია აშშ-ში. მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ერთ კვირაში სულ მცირე 318 000 ადამიანი დაინფიცირდა. კვირის განმავლობაში აღრიცხული შემთხვევების რაოდენობით - 127 ათასზე მეტი, მესამე ადგილზე საფრანგეთია. პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 110 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 2.4 მილიონს აჭარბებს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31106938.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები