0
არ შეიძლება მიატოვო ადამიანი რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ , მაგრამ ამას არასოდეს გაგრძნობინებს ესე აშკარად, არ უნდა მიატოვო ადამიანი , რომელსაც ყოველ დილით , თვალის გახელვისთანავე , შენ ახსენდები და ყოველ ღამე ოცნებობს იმაზე რომ იქნებ დადგეს ოდესმე ის დღე , როცა ერთად შეძლებთ დაძინებას.არ უნდა მიატოვო ადამიანი რომელსაც სულ ენატრები , რომელსაც სულ ეფიქრები და აბედნიერებს ის ფაქტი რომ სადღაც არსებობ, მართალია მის გვერდით ვერ/არ ხარ მაგრამ უხარია რომ კარგად გრძნობ თავს იქ სადაც ხარ. და მაინც არ უნდა მიატოვო ადამიანი , რომელიც ნაცნობ ქუჩებში თვალით დაგეძებს იმ იმედით, რომ იქნებ შემთხვევით გადაგეყაროს , არ უნდა მიატოვო ადამიანი რომელსაც მუდამ ენატრები და შენი ერთი სმსიც კი აბედნიერებს....მაგრამ ჩვენ რისი ადამიანები ვართ თუ ზუსტად ის არ მივატოვეთ ვისაც ასე ვჭირდებით და ვისაც ასე ვუყვარვართ. მას თუ არ ვატკინეთ ვინც ასე "გვაღმერთებს", ეგრეა უბრალოდ შეიძლება გააზრებულად ან გაუაზრებლად ვტკენთ ერთმანეთს ადამიანები. ზედმეტი არაფერი ვარგა... ზედმეტი სიყვარულიც დანაშაულია, დანაშაული საკუთარი თავის წინაშე ...
0