კაილაშის ტაძარი

0
კაილაშის მეგალითური ტაძარი გამოკვეთილია ერთი უზარმაზარი ქვისგან და იგი როგორც ინდოეთში ასევე სხვა კულტურებშიც საკულტო ნაგებობაა. ეს უდიდესი კომლექსი 34 ქვაბული ტაძრისა და მონასტრისგან შედგება და დათარიღებულია 600-1000 წლებით , თუმცა არავინ იცის ვისთვის და რისთვის აიგო ეს ტაძარი. მკვლევარებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები და დღემდე გრძელდება ამ იდუმალი ტაძრის კვლევა. თაობიდან თაობას უკვე მრავალი წელია წერილობით გადაეცემა ლეგენდა კაილაიშის ტაძრის მშენბლობაზე - “როცა მეფე მძიმედ ავად იყო, დედოფალი ღმერთ შივას ევედრებოდა მის გამოჯანმრთელებას. მისი ჯანმრთელობის სანაცვლოდ, დედოფალმა დაიფიცა, რომ შივას სახელზე ტაძარს ააგებდა და იქამდე იმარხებდა, სანამ შიკხარა(ტაძრის წვერი) არ გამოჩნდებოდა. მეფე სწრაფად მომჯობინდა და ტაძრის მშენებლობაც დაიწყო. თუმცა, მეუღლეთა საუბედუროდ, აღმოჩნდა, რომ შიკხარის აშენებას წლები დასჭირდებოდა. საბდნიეროდ, ერთი ჭკვიანი მშენებელი მოვიდა და აუხსნა დედოფალს, რომ, თუ ბორცვის წვეროდან დაიწყებდნენ მშენებლობას, ტაძრის გუმბათს 1 კვირაში ააშენებდა. ეს დედოფალს დაეხმარა მარხვის სწრაფად დასრულებაში, ამიტომ ტაძარი ზემოდან ქვემოთ აშენდა.” ყველაზე საინტერესო კი ისაა , რომ ეს ტაძარი მართლაც ზემოდან ქვემოთ არის გამოკვეთილი. მსგავსი ტექნიკით ასეთი დეტალებში დახვეწილი ტაძრების გამოკვეთა დღევენდელობაშიც კი წარმოუდგენელია.
#საინტერესოფაქტები
#ინდოეთი
#ტაძარი
#მსოფლიოსუცნაურობანი
#ხელოვნება
0