0
მსგავსზე არც იოცნებოს...თუმცა ხელის გულზე ვატარებ, როცა მეყოლება და თუ ენდომება? ცოლის ხელით ტარების მსოფლიო ჩემპიონატი ლიეტუვამ მეორედ მოიგო. ფინეთის ქალაქ სონკაიარვში, სადაც 4 000 ადამიანი ცხოვრობს, ამ ჩემპიონატს ყოველწლიურად უამრავი სტუმარი ჰყავს. დღეს ჩატარებული ღონისძიება არსებობის ისტორიაში რიგით 24-ე იყო. ფინელებს მიმდევრები მსოფლიოშიც გამოუჩნდნენ. ჩემპიონატის წინა შეჯიბრი აშშ-ში, ავსტრალიაში, პოლონეთსა და ბრიტანეთშიც ჩაატარეს. ლიეტუველ წყვილს 253 მეტრის დაფარვისას „წყლის ბარიერის“ გადალახვაც მოუწია. ჩემპიონატის ინსპირაცია სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ლეგენდაა, რომლის მიხედვითაც ფინური წარმოშობის მძარცველი მისი ჯგუფის წევრებს ხასიათის განსამტკიცებლად ტომრების ტარებას აიძულებდა.
0