რკონის მონასტერი

0
რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. XII-XIII საუკუნეებში რკონზე შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და ახლო აღმოსავლეთთან დამაკვშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა გადიოდა. ამან რკონში სამონასტრო აღმშენებლობას შეუწყო ხელი. თემურლენგის ჯარებმა, 1400 წელს, სოფელი და ირგლივ მდებარე ეკლესია-მონასტრები დაარბიეს. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი კვლავ საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში სოფელი თანდატან დაიცალა. სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად მშენებლობის სამი ფენა გაირჩევა: VII ს, XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა. 1905 წელს, რკონში სახელოსნო-ლაბორატორია ფუნქციონირებდა, სადაც შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს ამზადებდნენ.
0