სოფელ კოშკების კოშკი ინგრევა

0
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში ის კოშკი ინგრევა, რომლის სახელსაც აღნიშნული დასახლება ატარებს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საშიშროება განსაკუთრებით ნალექიან ამინდშია. კოშკი სოფლის განაპირას, მდინარე სკრის მარჯვენა სანაპიროზე, ფერდობზე მდებარეობს. ფერდობის ძირში კი, ორი საცხოვრებელი სახლია. , , თუ არ გამაგრდა და რაიმე სამუშაოები არ ჩატარდება, კოშკი ჩამოშლის პირასაა. შესაძლოა ეს ქვები საცხოვრებელი სახლებისკენ გადაცვივდეს" - აცხადებენ ადგილობრივები. თარიღდება XVII საუკუნით. მიეკუთვნება ე.წ. ზურგიანი კოშკების ტიპს. პირით მდინარისაკენ დგას, ზურგით - მთისკენ (6, 8 X 8, 1 მ; სიმაღლე 16, 5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი ძლიერ დაზიანებულია, არ ხერხდება სართულიანობის დადგენა. მოღწეული იყო მხოლოდ ექვსი სართული.
news
#სიახლე
#ისტორია
#goridaily
0