ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.76 წლის მამაკაცს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ.
შესაძლოა გამოძიებამ ბრალი სხვებსაც წაუყენოს.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეაღკვეთიღონისძიების შეფარდების საკითხი, მხარეებთან ერთად განიხილა.
გამოძიების მიხედვით, ბაბუამ ორჯერ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ბრალდებულმა დანაშაულიორივე ეპიზოდში აღიარა.
შემდეგი სხდომა 6 აპრილსააჩანიშნული.
საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი 23 წლის ბიჭი, რომელსაც გამოძიებაარასრულწლოვანთანსექსუალური კავშირისდამყარებასადათვითმკვლელობამდემიყვანას ედავება.