სად შეძლებთ გამგზავრებას 2 ივლისიდან

0
Georgian Airways ივლისის თვის ფრენების განრიგს აქვეყნებს. ივლისის თვის ფრენების განრიგი: 02 ივლისი თბილისი - თელ ავივი - თბილისი 03 ივლისი თბილისი - ბერლინი - ბათუმი 04, 11, 18, 25 ივლისი თბილისი - ამსტერდამი - თბილისი 06, 20, 27 ივლისი თბილისი - ამსტერდამი - თბილისი 07 ივლისი თბილისი - პარიზი - თბილისი 05, 12 ივლისი თბილისი - ვენა - თბილისი. საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1 აგვისტომდე არ აღდგება. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა. „რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. საქართველოში ავიამიმოსვლა, გამონაკლისების გარდა, 20 მარტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შეჩერდა. მოგზაურობა ფრენები
tbilisidaily
0