0
სოფელს არ ეშინია სიმარტოვის სოფელი ითვლის სხეულზე დარჩენილ უკანასკნელ ნაიარევს ადამიანისას . ეკალ-ბარდები ხის ტოტებს შემოხვევია და მხოლოდ ჩიტების გალობა ისმის. ცარიელია გუბე, სადაც ადრე ბაყაყები ქვირითობდნენ. ეტყობა გვალვის ბრალიაო სოფლის შარაზე შეკრებილებმა. არც ამდენ მშიერ ძაღლს ნახავ სადმე, ნეკნებსაც დაუთვლი და კანჭებზე ჯოხის სროლა დაეზარება სოფლის ჭორიკანა ქალს. რა უნდა თქვას უხუცესმა, ასეთი სიმარტოვე არც მისი ბაბუის ბაბუის დროს ყოფილა . მოსათხრობ ამბებში ათასი ფურცელი გადუშლია , მაგრამ არ იცის ვის მოუყვეს , შვილს თუ შვილიშვილს , ისინი ხომ აქ არ არიან . ვის რა გადასცეს , როგორ ხდის არაყს , როგორ წურავს ღვინოს საწნახელში, როგორ უვლის გვალვაში ვენახს და მარგლავს ალიონზე ყანას. თოხიც იქვე მიუყუდებია ოლაფარეში . ათასში ერთხელ თუ შეავლებს თავს, ძალას ერჩის ბაბუ , ყანაში მუშაობა უკვე აღარ შეუძლია. მხოლოდ მისი დედაბერი ბოსტნისთვის თუ აიღებს თოხს , ერთ-ორს მოიქნევს და ისევ მიაყუდებს კედელზე. სათიბიცაა, ეზოს ბალახები და ხავსი მოსდებია. ეზოს რატომ მხოლოდ , სოფელსაც მოედო ხავსი . სიმარტოვის... დიახ , სიმარტოვის. მაგრამ სოფელს არ ეშინია ადამიანივით. ადამიანს ეშინია სიმარტოვის და ამიტომ გარბის დიდ ქალაქებში. სოფელმა იცის ფერისცვალება ყველაფერს უხდება , სადღაც ტყის სიღრმეში მიტოვებულ ქოხსაც უხდება . ხავსმოდებულ წყაროსაც უხდება, ეჰ , არავინ ყავს ხელი, რომ წაავლოს და კრამიტის სადგამი გამოუცვალოს . მზესაც უხდება სოფელი და ასკინკილა ფეხტიტველა ბალღს. თუ კი სადმე აქა-იქ კვამლი ამოვიდა ბუხრიდან , მზე ღრუბლებად აგროვებს და ნისლად მოაქვს . ცაზე რამდენჯერ დაუხატავს ღრუბლებით ბაბუასთვის შვილიშვილები. აი, ბუთქუნა ღრუბელი წინ , რომ მიიწევს, მისი უფროსი შვილიშვილია მეორე უკან, რომ მიყვება ის ნაბოლარა. მესამე დარიას შვილიშვილია , ცირა. მეოთხე პაატას და ნადიას... ახლა ისეთი მარტოა , ღრუბლებს ეთამაშება დამალობანას ბაბუ. მერე კონად შეკრულ ღრუბელს ქალაქში ამგზავრებს მზე. სოფელს თავისი წილი სიცოცხლე მიაქვს. უხვად გასაჩუქრებს , მაგრამ თვალის მოხუჭვა არ უყვარს. არც არაფერი აქვს და ამავე დროს ყველაფერი. სიმშვიდე აქვს სოფელს, ჩიტების ჟღურტული და გუგულის , , ხაჩქით -ბარით" აქვს სოფელს. თხილიც აქვს სოფელს , ეგება მან უშველოს. ეგება დააკავოს ნაბოლარა jმა , რომელსაც სხვებივით კიდევ ქალაქისკენ გაქცევია თვალი. გული წყდება , მაგრამ ითმენს. სხვა გზა არა აქვს სოფელს. თხილივით სავსე გულს ფიანდაზად დაგიფენს და მდინარისკენ მიმავალ ბილიკს ღიმილით მიუყვება. ზაფხულში ადამიანები იქ არიან მარტო. ზამთარში კი აქა -იქ ამჩნევია თოვლს მათი ნაკვალევი. არადა ვინ თქვა სოფელს მარტოობა აშინებსო , ეს ადამიანებს ეშინიათ მარტოობის და ამიტომ გარბიან დიდ ქალაქებში. თეა ხარჩილავა
0