votes
comments
1 shares
Save
კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა უფრო მარტივად გავრცელდეს
361 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ძალიან ბევრ ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნესაქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კორონასთან, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ განმარტა, რომ მათ, ვისაც გადატანილი აქვთ მუტაციამდელი კრონავირუსი, შესაძლოა ახალ შტამზე ანტისხეულები არ აღმოაჩნდეთ.

#მეორეტალღა #მუტაცია #კორონავირუსი
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
Write a comment
1