კორონავირუსის რეკორდული მატება იმერეთში
Kutaisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 დადასტურებული შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა.
მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 6 იმპორტირებულია.
„აჭარა კვლავ ლიდერია 241 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-98, თბილისში-62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემოსვანეთი-15, სამცხე კავახეთი-9, გურიასა და შიდა ქართლში-7 ახალი შემთხვევა გვაქვს, კახეთში-2 , იმპორტირებული 6 შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily