ჩეჩნეთში ახალ სპორტულ კომპლექსს რამზან კადიროვის 15 წლის შვილის სახელი მიანიჭეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჩეჩნეთში სახელმწიფო ბიუჯეტით აშენებული ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის 15 წლის შვილის პატივსაცემად, მისი სახელი „ახმადი“ დაარქვეს.
ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო არხის, „გროზნოს“ მიერ მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტში ითქვა.
"ახმად კადიროვი - საბრძოლო სახეობათა კლუბ „ახმატის“ აღზრდილია, მან უკვე მოასწრო მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში. იგი არასოდეს დამარცხებულა. სპორტით პროფესიული გატაცების გარდა, ახმადი სწავლობს რელიგიას და კარგი მოსწრება აქვს სწავლაში. ის სამაგალითოა თანატოლებისათვის“, - ნათქვამია სიუჟეტში, რომელშიც სპორტული კომპლექსის გახსნის დროს შენობას ამშვენებდა რამზან კადიროვისა და მისი მამის, ახმატის, პორტრეტები.
2016 წლის ოქტომბერში რუსეთში სკანდალი მოჰყვა შერეული ორთაბრძოლების (MMA) ტურნირში კადიროვის 10 წლის შვილის, ახმად კადიროვისა და მისი ძმების მონაწილეობას.
ჩხუბი გააკრიტიკა ფიოდორ ემელიანენკომ, რუსეთის ММА-ს ფედერაციის პრეზიდენტმა, რომლის მისამართით ამის შემდეგ გაისმა არაერთი მუქარა, ხოლო მის ქალიშვილს მოსკოვში თავს დაესხნენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31020362.html
#ახალი_ამბები
#twitter