შალვა ამირეჯიბის წერილი დედას

0
ცნობილი , ქართველი გამოჩენილი მოღვაწე, პოლიტიკოსი , მწერალი და პუბლიცისტი შალვა ამირეჯიბი დაიბადა ქართლში . წერა - კითხვა მას დედამ შეასწავლა , ისევე როგორც ცნობილი გამონათქვამები და , , ვეფხისტყაოსანი” . ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლე გატაცებული იყო კითხვით , განსაკუთრებით რუსულ ლიტერატურას ეძალებოდა , და მიუხედავად იმისა , რომ უკვე გიმნაზიაში სწავლის დროს წერდა ლექსებს, ვერ ბედავთა მათ გასაჯაროვებას. ამასთან, ახალგაზრდა ჭაბუკი მორწმუნეობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ამ თვისებებთან ერთად იგი პატრიოტიც იყო და 1905 წლის გამოსვლების დროს ქუთაისში იგი ბარიკადებთან იდგა მიხაკო წერეთელთან და სხვა მეგობრებთან ერთად. ამის შემდეგ იგი ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას , რის გამოც მშობლების რჩევით უცხოეთში სასწავლებლად წასვლა არჩია. მართალია , ხელმოკლე ამირეჯიბი საბოლოოდ ვერ გახდა ვენის უნივერსიტეტის სტუდენტი , მაგრამ მას არასდროს დაუკარგავს სწავლის სურვილი და მუდმივად ცდილობდა მეტი გაეკეთებინა საკუთარი ქვეყნისთვის.

გთავაზობთ შალვა ამირეჯიბის წერილს ვენიდან

, , დედა! შენი წერილი დღეს მივიღე.წერილი რამდენი ხანია მოგწერე. დამშვიდდი , უნივერსიტეტში შევალ - მაგრამ ჯერ ფული არ მიმიღია.უფულოდ ხომ არ იქმნება . მოწმობას იმწამსვე გამოვგზავნი და ეგება ფულიც მივიღო” 1909 წელს შალვა ამირეჯიბი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ალმანახის , , ჩვენი ერი” გამოცემა .მალე შალვა სხვა რევოლუციონერებთან ერთად დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს , საიდანაც , როგორც ანასტასია ამირეჯიბი-გიქოძისა წერს, გიორგი ლასხიშვილს დაუხსნია.შალვა ამირეჯიბი დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ახალგაზრდა ქართველ მწერლებში. ის ახლოს იყო , , ცისფერყანწელებთანაც” . შალვა დიდხანს ეტრფოდა ვერიკო ანჯაფარიძეს და მისდამი ბევრი ლექსიც აქვს მიძვღნილი . საბოლოოდ კი ვერიკო ანჯაფარიძე ცოლად შეირთო. შალვა ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლაში. წარუმატებელი 1924 წლის აჯანყების შემდეგ, 1925 წელს, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში — "სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება".
#საინტერესო
#პიროვნება
#ისტორია
#kutaisidaily
0