Bloomberg-ზე ლარი დოლართან გამყარდა
Tbilisi Daily
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის მიხედვით, ამჟამად ერთი აშშ დოლარი 3.3475 ლარი ღირს. ეს ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსთან მიმართებით 5.25 თეთრით ნაკლებია.
გუშინ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. შედეგად დოლარის ღირებულება 3.40 ლარი, ევროს ღირებულება კი 4.01 ლარი გახდა.
ბოლო 5 დღის განმავლობაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით ჯამურად, 16 თეთრით გაუფასურდა.