3 მუზეუმი ქუთაისში,რომელიც უნდა ნახოთ
Kutaisi Daily
გიორგი ახვლედიანის სახლ მუზეუმი
მუზეუმი ეძღვნება ცნობილ ქართველ ლინგვისტსა და საზოგადო მოღვაწეს - გიორგი ახვლედიანს. აქ დაცულია გიორგი ახვლედიანის სხვადასხვა მემორიალური და პირადი ნივთი, როგორიცაა: ავეჯი, წერილები, სამეცნიერო ნაშრომები და სხვა დოკუმენტური და ფოტო მასალები.
მისამართი: სოფ. დერჩი.
სამუშაო საათები: 10:00-18:00, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით (დასვენების დღე:ორშაბათი).
გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუბში დაცულია ძველი კოლხეთის დროინდელი არქეოლოგიური კოლექცია, როგორიცაა: მონეტები, რკინისა და ბრონზეს ნამუშევრები და ნივთები სამარხებიდან. აქ არის აგრეთვე მე-19, მე-20 საუკუნეების ეთნოგრაფიული და საყოფაცხოვრებო ნივთები, იარაღი, როგორიცაა: ჭედური და მოვერცხლი ხანჯლები, თოფები, ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნები, რომლებიც თარიღდება მე -17, მე -19 საუკუნეებით.
მისამართი: შოთა რუსთაველის ქ.
#
47ა, წყალტუბო.
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00, ყოველდღე.
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ მუზეუმი
მუზეუმი ეძღვნება ცნობილ ქართველ მწერალს - ნიკო ლორთქიფანიძეს. აქ დაცულია ნიკო ლორთქიფანიძის სხვადასხვა მემორიალური და პირადი ნივთი, მწერლის ნაშრომთა გამოცემები, ხელნაწერები, დოკუმენტური და ფოტო მასალები.
მისამართი: სოფ. გაღმა ჩუნეში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00, ყოველ დღე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#ღირსშესანიშნაობა
#kutaisidaily
#მოგზაურობა
#ხელოვნება