7 votes
0 comments
0 shares
Save
2 views
მარინა მგელაძე
Batumi · 1 year ago

სამოთხე


მარინა მგელაძე
Batumi · 1 year ago
Similar Posts
Keso Bigvava
Tbilisi · 2 weeks ago
Glamping Georgia – პირველი კოტეჯი „გლამურული კემპინგისთვის“ ამბროლაურში
რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ კრიხში, საქართველოში პირველი გლემფინგ კოტეჯი – Glamping Georgia Krikhi გამოჩნდა. „გლემფინგი“ არის ჩვენს საუკუნეში წარმოშობილი სიტყვა და იშიფრება, როგორც გლამურული კემპინგი – ადგილი, სადაც ბუნება და კომფორტი ხვდება ერთმანეთს. Glamping Georgia-ს ფეისბუკგვერდმა სულ 2 დღეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო. მსოფლიოში სასტუმროების ონლაინ ჯავშნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიტზე – booking.com-ზე კი, შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მოძიება. #კოტეჯი #რაჭა #სილამაზე #სამოთხე #მოგზაურობა Tbilisi#მოგზაურობა
Gi Ga
Tbilisi · 1 week ago
ლუციფერი, დემონები და შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა
დემონები სულიერი ქმნილებებია, რომლებიც ლუციფერის (ცისკრის ვარსკვლავი) მეთაურობით ღმერთს აუმხედრდნენ. ლუციფერი იყო ყველაზე ლამაზი ანგელოზი რომელიც ღმერთს ყველაზე მეტად უყვარდა, ღმერთი მას სხვა ანგელოზებისგან არჩევდა და განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა, ამან ლუციფერი ამპარტავნებაში ჩააგდო და გადაწყვიტა ღმერთის ადგილი დაეკავებინა, მაგრამ ღმერთი ამაზე ძალიან განრისხდა და თავის მიმხრობილ ანგელოზებთან ერთად იგი ქვესკნელში გაისტუმრა თან სამუდამოდ დაწყევლა და ის სილამაზეც წაართვა რაც მან თავის დროზე უბოძა ლუციფერს მას შემდეგ რაც ღვთის რისხვა დაატყდა თავს ლუციფერს მან გადაწყვიტა საკუთარი სამფლობელო შეექმნა, იგი გახდა ბოროტება, ღმერთის საწინააღმდეგო მცნება, სიბნელე რომელიც შთანთქავდა ნათელს, იგი გახდა დაცემული ანგელოზი ლუციფერ ცისკრის ვარსკვლავი თავის მომხრე ანგელოზებთან ერთად დასახლდა ქვესკნელში და გახდა ჯოჯოხეთის მბრძანებელი ბნელეთის პრინცი, თვით ბოროტება, ნგრევა. მისი მომხრე ანგელოზები გახდნენ ასევე დემონები და შეიქმნა შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა რომელთაც ეს დემონები მართავდნენ და აცდუნებდნენ ადამიანებს ყოველდღიურად. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა: ამპარტავნება, სიხარბე, ავხორცობა, ნაყროვანება, შური, რისხვა, სიზარმაცე შეესაბამა იმ შვიდ დემონს რომლებმაც დატოვეს სამოთხე ლუციფერთან ანუ სატანასთან ერთად. ეს დემონები მართავენ მომაკვდინებელ ცოდვებს და მის ყოველდღიურ ჩადენაში ადამიანების სულები წარწყმიდეს. ეს დემონებია : ლუციფერი-ამპარტავნება, პატივმოყვარეობა; მამონი-სიხარბე; ასმოდეუსი-ავხორცობა სიძვა, ხორციელი ვნება, მრუშობა; ლევიათანი- შური, ბოღმა; ბელზებული- გაუმაძღრობა, ნაყროვანება; ამონი-რისხვა, აგრესია, ზიზღი; ბელფეგორი-სიზარმაცე. სატანა როგორც ბნელეთის მოციქული გამოისახება კაცია ტანით, თხის თავით შავი ფრთებით, ზოგჯერ ჩლიქებითაც ბელზებული- სიბნელის თავადი, დემონთა მეუფე და პირველყოფილი ბოროტება, ადამიანებს უბიძგებს სიამაყის, გაუმაძღრობის, ეჭვიანობის, ნაყროვანებისკენ. მას გამოსახავენ ბუზის სახით, ლევიათანი- დემონთა მეუფე, სიბნელის თავადი, ერთ ერთი იმ შვიდი მთავარი დემონიდან ვინც ღმერთმა დასაჯა და დაწყევლა. იგი არის შურის, ქაოსის, ერესის დემონი. გამოისახება ზღვის გველეშაპის სახით. ასმოდეუსი-ხორციელი ვნების, გარყვნილების, ფუფუნების და ძალაუფლების მოყვარულობის დემონი, იგი სიმბოლოა ყველანაირი გარყვნილების განსაკუთრებით მამათმავლობის ცოდვის. ნებისმიერი სახის ავხორცობის დემონი რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სული დააბინძუროს ხორციელი ვნებებით, განსაკუთრებული გაშმაგებით ებრძვის ბერ-მონაზვნებს. გამოისახება კაცის ტანით, გველის კუდით ხარის და ცხვრის თავით. ბაალი-ეს არის მრისხანების თვითმკვლელობის, ჩხუბის და ცილისწამების ცოდვების მატარებელი დემონი. შეუძლია გამოცხადდეს ნებისმიერი წმინდანის სახით ან დაეუფლოს ნებისმიერი ადამიანის მათ შორის სასულიერო პირის სულს და ჩასახლდეს მასში. ბაალს განსაკუთრებით უყვარს ახალშობილი ბავშვების შეწირვა. როდესაც არქეოლოგებმა გახსნეს ბაალის სამლოცველოები აღმოაჩინეს ჭურჭლები, ათასობით დამწვარი ჩვილის ძვლებით, ქანაანელებს საკუთარი შვილები ღმერთების დღესასწაულზე მიჰყავდათ მსხვერპლშეწირვის მიზნით. ბაალს ქურუმები სწირავდნენ ათასობით ადამიანს. ბაალის კულტი ებრაელებში მათი გადასახლების ხანაში მოისპო. ძირითადად გამოისახება ადამიანის ტანით, ხარის თავით ხელში ჩვილი ბავშვით. ასთაროთი-უსაქმურობის და სიზარმაცის დემონი. ჯადოქართა მფარველი, ჯოჯოხეთის გუშაგი, მისი ბრძანებით შედიან ბოროტების სავანეში ანუ ჯოჯოხეთში ცოდვილი სულები. გამოსახება მახინჯი შიშველი გამხდარი კაცის სახით, დრაკონის ფრთებით, ზოგჯერ თავზე გვირგვინით, მარცხენა ხელში გველით. დემონები მართავენ ადამიანურ სისუსტეებს, მის მანკიერ და ზნედაცემულ ბუნებას, სატანა რომელიც დაცემული ანგელოზია მართავს ამ ყველაფერს და ებძვის ღმერთს. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ლუციფერზე ბიბლიაში თითქმის არაფერია ნათქვამი. მის შესახებ მხოლოდ ესაიას 14:3:20 ში მოიხსენიება, კერძოდ: "ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე, შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა, ქვეშ მატლი გიგია და ზედ ჭიაღუა გახურავს, როგორ ჩამოემხე ციდან მთიებო ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე ხალხთა მტარვალო გუშინ ამბობდი ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები უზენაესს გავუტოლდები, მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკლულებში შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება ეს ის კაცია მიწას რომ არყევდა?! სამეფოებს რომ აზანზარებდა? ხალხთა ყოველი მეფე ყველანი დიდებაში განისვენებენ თავთავის სახლებში, შენ კი უსაფლავოდ გდიხარ როგორც საძულველი უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა მახვილით განგმირულთა სამოსელი ქვიან ორმოში ჩაგდებული როგორც გათელილი გვამი (ესაია 14:3-20) ამ სიტყვებს თუ განვმარტავთ გამოდის რომ ლუციფერი ღმერთის ანგელოზების ტრიადაში უმაღლესი საფეხურის წარმომადგენელი იყო, სანამ არ მოინდომა გათანაბრება ღმერთთან სწორედ ამან გამოიწვია მისი სამუდამოდ დაწყევლა და ჯოჯოხეთში დასამარება. სწორედ აქედან იწოდება ლუციფერი დაცემულ ანგელოზად. ივრითში სატანა ითარგმნება როგორც მოწინააღმდეგე, წინააღმდეგობა, ძველი აღქმის წმინდა წიგნში სატანად იწოდება ანგელოზი რომელიც ადამიანს გამოცდის წინაშე აყენებს მორწმუნის რწმენას. იოანე (1:6-12) ახალ აღქმაში სატანა როგორც აპოკალიფსური დრაკონი წარმოგვიდგება ღმერთის მტრად, ბნელი ძალების მმართველად. ლუციფერი ანუ სატანა დიდი ციური ომის შემდეგ მიწაზე ჩამოაგდო მთავარანგელოზმა მიქაელმა. ლუციფერი ითვლება ცოდვის პირველ მიზეზად კაცობრიობის ისტორიაში. გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი ცნობილი დემონი არიმანი- როგორც ადამიანის მოძულე არსება რომლის უმნიშვნელოვანესი მისიაა ადამიანთა ტოტალური გათიშვა დაზომბირება და მართვა. ის ვერ იტანს ადამიანს. არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ წყაროებში მოიხსენიება როგორც ბოროტი სული, "აჰრიმან". ზოგჯერ ლუციფერს და არიმანს ერთ საწყისში მოიხსენიებენ. ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის ვიზუალური აღწერის საშუალებას მაგრამ შუა საუკუნეებიდან გავრცელდა ტრადიციული წარმოდგენები რომლის თანახმად ესაა რქებიან ბალნიანი ჩლიქებიანი მახინჯი არსება რომელიც მუდმივ დაპირსპირებაშია ღმერთთან. რეალურად სატანის გარეგონობა არავინ იცის როგორ გამოიყურება. ამის ვიზუალიზაცია და წარმოდგენა ძალიან რთულია. ის იმდენად მეტაფიზიკურია რომ ახსნა შეუძლებელია. ასევე გაუგებარი და უცნობია თუ რატომ აუჯანყდა იგი ღმერთს და რატო შევიდა მასთან კონფლიქტში როცა ღმერთს ის ძალიან უყვარდა თუმცა ფაქტია რომ სატანა იყო პირველი ცოდვილი არსება რომელმაც წარმოშვა ბოროტება და შექმნა ჯოჯოხეთი.
+9
Elysium Fields
Tbilisi · 1 week ago
რა არის ლერწმების ველი?
ეგვიპტური სამოთხე საიქიოში სადაც სულები ხვდებოდნენ მას შემდეგ რაც გაივლიდნენ სამსჯავროს და გამართლდებოდნენ ოსირისი მიერ. ეს იყო მიწიერი ცხოდრების ზუსტი ანარეკლი, სადაც ადამიანი აგრძელებდა ყველაფერ იმისგან სიამოვნების მიღებას რაც მანამდეც მოსწონდა მაგრამ ავადმყოფობის, იმედგაცრუებისა და სიკვდილის მოლოდინის გარეშე.#საინტერესო #მითოლოგია #ეგვიპტურიმითოლოგია #elysiumfields
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
რას ნიშნავს სიზმარში აპოკალიფსის ნახვა?
სამყაროს საბოლოო განადგურება - ეს არის თემა, რომელიც მსოფლიოს მრავალი კულტურისა და რელიგიის განხილვის საგანია. ზოგიერთ მათგანში, მის უკან დგას მსოფლიო წესრიგის რეორგანიზაცია და განახლება, რომელიც გულისხმობს გარკვეული ადამიანების ჯგუფის აღზევებას და მმართველობაში მოსვლას. სხვა რწმენით, ამის შემდეგ მოხდება რჩეულთა გამოვლენა და დედამიწაზე სტრუქტურირებული სამოთხე გაჩნდება. ადამიანები სამყაროს დასასრულის ნახვასთან დაკავშირებულ სიზმარს ცუდად აღიქვამენ, თუმცა მას სხვადასხვა ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ზუსტი სურათი დამოკიდებულია სამყაროს იდივიდუალურ ხედვაზე – და მაინც, საერთო შეხედულება ერთ აზრამდე მიდის, რომ სამყაროს დღეები დათვლილია. ამ სიზმრის ახსნისთვის სხვადასხვა მიდგომების გამონახვა შეიძლება, რაც დამოკიდებულია ადამიანის პიროვნებაზე, მის კულტურულ, რელიგიურ და სხვა ცხოვრებისეულ შეხედულებებზე. იმის განცდა, რომ თქვენი ცხოვრება კონტროლს აღარ ექვემდებარება, შესაძლოა გახდეს მსგავსი სიზმრების ნახვის საბაბი. მიზეზთა შორის შეიძლება ასევე იყოს ჰორმონების აქტივობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განსაკუთრებით რომელმე მშობლის, განქორწინება ან სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა. სამყაროს დასასრული - ეს ერთგვარი დაცვითი მექანიზმია, რომელსაც მიმართავს ჩვენი ქვეცნობიერი იმისათვის, რომ სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეულ სრულიად დაცლილ და პრობლემურ მდგომარეობას აარიდოს თავი. ასეთ სიზმრებში, ადამიანი ხშირად საკუთარ თავს ხედავს უცნობების გარემოცვაში. ეს იმას ასახავს, რომ ახლობელი ადამიანები მისი ცხოვრებიდან წავიდნენ. კულტუროლოგიურად, სამყაროს დასასრულზე სიზმრები განპირობებულია საყოველთაო შიშით ჩვენი პლანეტისა და კაცობრიობის ამადგრადობის შესახებ. ეს არის შიში ზოგადად იმის მიმართ, რაც არ გინდათ რომ მოხდეს. ასეთი სიზმრები დამახასიათებელია უიმედობისა და გაურკვევლობის პერიოდში. ზოგს ასეთი სიზმრები საუკუნის ბოლოს ესიზმრება, ზოგს მიაჩნია დედამიწის და გარემოს კატასტროფული მდგომარეობის ან შესაძლო კოსმიური კოლიზიების ნიშნად. სხვები თვლიან, რომ ეს ეკონომიკური არასტაბილურობის მიმანიშნებელია. ზოგადად, გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის განცდა და უიმედობა იწვევს მსგავს სიზმრებს. როცა მსგავს სიზმარს ნახავთ, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს: როგორ დგება სამყაროს დასარული და ვინ არის ამაში დამნაშავე? ეს სიზმარი შეიძლება იყოს მინიშნება მოსალოდნელ საფრთხეზე ან მოწოდება მეტი აქტივობის გამოჩენაზე კონკრეტულ საქმეში, ასევე საკუთარ შიშებზე დაფიქრების ნიშანი. სამყაროს დასასრულის სიზმრის ასახსნელად ძლიერ მხარეს წარმოადგეს რელიგური ან სულიერი ახსნა - როგორც წესი, ადამიანს ესიზმრება, რომ მისი რწმენა იწვევს ნგრევას, ან პირიქით, წინააღმდეგობაში მოდის მასთან. მისტიცზმის მიმდევრებისთვის ეს ნიშანია იმისა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ნგრევას თანხვედრი ძალით. მსგავს სიზმრებს ადამიანი ნახულობს მაშინ, როცა ეჩვენება, რომ მთელი სამყარო მის წინაღმდეგ მოქმედებს და რაიმე მსგავსი მასშტაბის სხვა ძალასთან გაერთიანება შეაძლებინებს გზის გაკვლევას და მიწიერ უბედურებებთან გამკლავებას. opinion
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 months ago
აფხაზეთი - სამოთხე დედამიწაზე. არსებობს თუ არა დედამიწაზე ისეთი ადგილი, რომელიც ისეთ მოგონებას და წუხილს იწვევს, როგორც აფხაზეთი, ჩემთვის უცნობია. თუ თქვენი თვალით არ გინახავთ, გადმოცემით ან მშობლების მონაყოლით გეცოდინებათ თუ როგორი ლამაზი და შეუდარებელია იგი. აფხაზეთი ულამაზესი ლანდშაფტით, მშვენიერი ჰავით, წყალუხვობით და ლურჯი ზღვისპირეთით, ეს ნამდვილი ცდუნებაა. ჩემთვის სამშობლოს სიყვარული ჩემი კუთხის გადასახედიდან იწყება. ყოველდღიურად მეფიქრება ჩემი კუთხის წარსულსა თუ მომავალზე. მასზე ვდარდობ, ვზრუნავ და ვეფერები. აფხაზეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია, ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. გაზახულ- ზაფხულის პერიოდი შეუდარებელია, როცა წყლისგან გაჟღენთილი მცენარეები იკვირტება, სითბო და ნათელი ფერები არემარეს ედება, ზღვის სურნელი, თოლიები, ჩიტების გაუთავებელი ჭიკჭიკი, სიოს ნაზი იავნანა, რომელიც სრულ ჰარმონიას ჰქმნის. შემოდგომაზე კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ყვითლად იმოსება არემარე და ხმელი ფოთლის სურნელი კი ირგვლივ ტრიალებს. ზამთარიც ულამაზესია, მაგრამ ზამთარი ერთ დროს სიცოცხლით სავსეს უფრო აციებს, ჩუმად, უხმოდ მდგარ სახლებს. 27 წელი დიდი დროა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აფხაზეთი ისევ ისეთ ტკივილად რჩება, განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის. სწორედ მათ გამოიარეს ყველაზე რთული გზა. ადამიანები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, თავიანთი მიწა-წყალი და ზოგადად ადგილი,რომელიც მათთვის ყველაზე სათუთი, ლამაზი, ზღაპრული და ღვთის საჩუქარი იყო. დღეს აფხაზეთი ეკონომიურად არ ვითარდება და მიუხედავად მისი წარმტაცი სილამაზისა, ეს უკანასკნელი დაეტყო კიდეც. ომის შემდეგ აქ ტურისტების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. განათლების მხრივ კი თითქმის დაკარგულია მშობლიური ენა. მწარედ მახსოვს როგორ გვიკრძალავდნენ მშობლიური ისტორიის სწავლას, როგორ გვიკრძალავდნენ "მრავალჟამიერს", კიდევ მრავალი. ჩვენმა თაობამ და მომავალმა თაობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი დაბრუნებისთვის, მაგრამ აქ საჭიროა ორივე მხარემ გამოთქვას სურვილი. ვფიქრობ, ყველაზე კარგი გამოსავალი არის სითბო, სიყვარული და მეგობრობა. აი, რას შევთავაზებ ჩემს აფხაზ თანატოლებს და არა მარტო მათ. არ ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს, სითბოთი და სიყვარულით შეგვიძლია ყოველგვარ ბოროტებას და ზიზღს ვაჯობოთ. სამშობლოს, მშობლიური ხალხისა და კუთხის სიყვარული იმდენად დიდი და ჯანსაღი გრძნობაა, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ჩემთვის აფხაზეთი სამოთხეა დედამიწაზე, აფხაზეთი ღვთის საჩუქარია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთად დგომით შევარიგებთ ორ პაწაწინა და მოსიყვარულე ერს: აფხაზებს და ქართველებს. დროა მოვინანიოთ ის მოსანანიებელი, რომელიც ორივე მხარეს გვაქვს. უნდა ვუთხრათ და გავაგონოთ, რომ აფხაზები და აფხაზეთი ჩვენია, ქართველები და საქართველო თქვენი! დიახ, რომ აფხაზეთი საქართველოა და ის ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე!#აფხაზეთი #სოხუმი #საქართველო #ომი #ქართველები #აფხაზები #ძმობა #ერთობა #ტკივილი #ბუნება #მსოფლიო #sokhumidaily
My Vision
Tbilisi · 2 months ago
სამყარო ბეატრისის სარკმლიდან Memories, good memories....
Villa Ephrussi de Rothschild ღირსეულად გაგრძელებული გვარის ისტორიაა. 1905 წელს მამის გარდაცვალების მერე, ბეატრისმა 7 ჰექტარზე შეიძინა მიწის ნაკვეთი, და 7 წლის განმავლობაში 20 არქიტექტორის დახმარებით შექმნა სამოთხე. ევროპული მოთმინებით ელოდნენ Saint-Jean-Cap-Ferrat -ში თურმე ვილის დასრულებას, როგორც ისტორიიდან შევიტყვე. და აი ისიც, ვარდისფერი მარმარილოთი მოპირკეთებული ვილა, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა... Rothschilde - ბში, ფინჯან ყავას სულ სხვა სურნელი აქვს😇😇😇
+4
My Vision
Tbilisi · 3 months ago
Heller Garden ვირტუალური ტური
მინდა გიმეგზუროდ Heller Garden-ში, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთ მოგეწონებათ,პარკი ავსტრიელი მხატვრის Andrè Heller-ის ფონდს ეკუთვნის,პარკი გამორჩეულია ცნობილი თანამედროვე მხატვრების Roy Lichtenstein-ის და Keith Haring-ის სკულპტურებით.Gardeni იტალიაში ტბა გარდას სანაპიროზე მდებარეობს,ის არის პატარა სამოთხე,უბრალოდ ჩემი განცვიფრება სამოთხეში ამდენმა აღშფოთებულმა სკულპტურამ გამოიწვია,ალბათ დროის გამოძახილია,ვფიქრობ გასაქცევს ეძებდნენ სამოთხიდან
გუქიტო კვარაცხელია
Jgali · 5 months ago
სამოთხე♥️