მწყერი ჟოლოს სოუსთან

0
მწყერი: მწყერი - 1 ცალი კალმახა სოკო - 100 გრ ტარხუნა - 10 გრ ხახვი - 10 გრ ნიორი - 1/2 კბილი კარაქი-1 სკ ზეთი მარილი&პილპილი ტიმიანი ჟოლოს სოუსი: ჟოლო-100 გრ ღვინო წითელი ნახ. მშრალი- 50 მლ შაქარი-60 გრ ხახვი-10 გრ ნიორი-1/2 კბილი კამა-10 გრ მარილი&პილპილი. კარტოფილის&სტაფილოს პიურე: კარტოფილი - 100 გრ სტაფილო-60 გრ კარაქი-30 გრ მარილი&პილპილი მომზადების წესი: მწყერი: პირველ რიგში უნდა დავიწყოთ მწყერის შიგთავსის მომზადება. დასაწყისისთვის კარგად გავაცხელოთ ტაფა შემდეგ კი მასზე ხელით გადავანაწილოთ ხის სოკო. როგორც კი გარსი შემწყვარ ქერქს გაიკეთებს დავუმატოთ ხახვი, ტარხუნა, ნიორი და კარაქი. რამოდენიმეჯერ წამოვურით და ბოლოს შევაზავოთ მარილით და პილპილით. ამის შემდეგ გამოვშიგნოთ მწყერი და წინასწარ მომზადებული მასა მოვათავსოთ შიგნთ, შემდეგ კი საყასბო ძაფით შევკრათ. პარალელურად გავაცხელოთ ტაფა. როგორც კი ზეთს დავასხმათ დავუმატოთ ნიორი, ტარხუნის ტოტები და ტიმიანი (ამით ჩვენ მივიღებთ სურნელოვან ზეთს). შემდეგ მოვათავსოთ მწყერი ტაფაზე და ორივე მხრიდან გავაჩეროთ 1.5 წუთით. ბოლოს დავუმატოთ კარაქი და დავიწყოთ ცხიმის ზემოდან დასხმა, შემდეგ საჭიროა მოვასხათ წითელი ღვინო და მოვათავსოთ ღუმელში, 180 გრადუსზე, 12 წუთით. როგორც კი კერძი მომზადდება, აუცილებელია 4-5 წუთით დავასვენოთ. ჟოლოს სოუსი: საშუალო ცეცხლზე დავადგათ ქვაბი, დავუმატოთ კარაქი და ზეთი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და პერიოდულად ვურიოთ. როგორც კი ხახვი დარბილდება დავუმატოთ ჟოლო, ღვინო, შაქარი და კამა. იმის შემდეგ, როდესაც სითხის 1/4 დაიწევს გადავწუროთ მასა ახალ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, იმისათვის, რომ გახდეს უფრო ბლანტი. გასათვალისწინებელია ისიც რომ გაცივებისთანავე სოუსი შესქელდება. პიურე: მოვხარშოთ კარტოფილი და სტაფილო. გადავუწუროთ სითხე , ჩავყაროთ მასა ბლენდერში, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, რძე მარილი და პილპილი, ამის შემდეგ კი დავაბლენდეროთ სასურველ კონსისტენციამდე.
#food
#cooking
#masterchef
#foodislove
#loveisfood
#georgia
#tbilisidaily
#კულინარია
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
#ხელოვნება
0