"Puar ou sirop"- სიროპში მოხარშული მსხალია ნადუღუს კრემთან და მარილიან კარამელთან.

0
მსხალი-2 ცალი შაქარი-100 გრ წყალი-0.200 მლ ღვინო თეთრი-0.300 მლ ლიმონი- 1/2 დარიჩინი- 1 ტოტი წიწაკა კაიენის- 1/2 ნადუღის კრემი: ნადუღი-150 გრ კარაქი-50 გრ შაქრის პუდრა- 60 გრ ლიმონის ცედრა მარილი&ვანილი მარილიანი კარამელი: შაქარი-200 გრ მარილი-10 გრ წყალი-70 გრ ლიმონის წვენი- 10 გრ კარაქი-30 გრ ნაღები-80 გრ მომზადების წესი: მსხალი: ქვაბში ჩავასხათ მოცემული სითხეები, დავუმატოთ დანარჩენი მშრალი პროდუქტები და დავადგათ ცეცხლზე, იმისათვის, რომ შაქარი გაიხსნას. პარალელურად გავთალოთ მსხალი, მოვაჭრათ ძირი და ამოვუღოთ თესლები. მოვათავსოთ ქვაბში და ვხარშოთ 14 წუთი. ნადუღის კრემი: პირველ რიგში კარაქი მივიყვანოთ ოთახის ტემპერატურაზე, დავუმატოთ შაქარის პუდრა და ავთქვიფოთ მიქსერით. შემდეგ დავუმატოთ ნადუღი, ლიმონის ცედრა, მარილი და ვანილი. როგორც კი ერთგვაროვან მასას მივიღებთ შევინახოთ მაცივარში და გავაცივოთ. მარილიანი კარამელი: იდეალურად მშრალ ტაფაზე დავყაროთ შაქარი, დავუმატოთ წყალი, ლიმონი და ვურიოთ. პარალელურად ცივი წყლით დავასველოთ სილიკონის ფუნჟი და გარშემო წავუსვათ ტაფას, იმისათვის რომ გვერდებიდან შაქრის მასა არ მიგვეწვას. როგორც კი სასურველ ყავისფერს მიიღებს გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ კარაქი და ნაღები, თან პარალელურად სწრაფად ვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ მარილი. გემრილად მიირთვით.
#food
#foodislove
#summer
#france
#kitchen
#cooking
#love
#კულინარია
#ტექნოლოგიები
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
#ხელოვნება
0