0
- მაშინ, როდესაც ვიცოდი, რომ დღეს აქცია უნდა გამეშუქებინა, ტელეფონი მომიკვდა. - "მარშელების" მიერ ჩემ ჟურნალისტად ვერ/არ აღქმაზე აღარ ვიტყვი. - "ცხელი" ნიუსი უნდა დამედო და ინტერნეტი მინელდა, მერე კომპი გაითიშა და სანამ გონს მოვიდა, ამბავი "გაცივდა". - გადავედი საცოდავ ბუკზე, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა მათხოვა და იქაც ჯერ "ქრომმა" გამომაგდო, მერე ეგეც კომაში ჩავარდა. ამასობაში მეორე ნიუსიც "გაცივდა". - ხან პერსონალურთან მივირბენ და კიდევ რაღაცები ემართებოდა (ახლაც), ბუკს შევხედავ და გაშეშებულია (ეგეც ახლაც). - აქეთ მეზობელი დრელით, კედელთან ერთად, ისედაც გაცრეცილ ჩემ ნერვებს მიგლეჯს და იქით კიდევ, დისკოთეკა აქვთ მეზობლის სადაქალოს გამართული. - და Feedc-მაც “თქვენი ადგილმდებარეობა ვერ მოიძებნაო” და ამხელა პოსტი წამიშალა. დედაჩემი კიდევ შოკოლადით მამარაგებს და ნერვების დაწყნარებისკენ მომიწოდებს. მაგრამ ჩემი ნერვული სისტემა უკვე დაშლილია მარტივ მამრავლებად...
#აღარშემიძლია
!
0