მარნეულში აღებული 303 ტესტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
Tbilisi Daily
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში აღებული 303 ტესტიდან ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა, -
ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში საგაზაფხულო სამუშაოებიც შეუფერხებელ რეჟმში მიმდინარეობს.
„აღებული 303 PCR ტესტიდან ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღემდე მარნეულში სულ 22 პირია დაინფიცირებული, მათგან 15 გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაციაში 38 ადამიანი იმყოფება.
საგაზაფხულო სამუშაოებს რაც შეეხება, აქტიურად მიმდინარეობს და ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანაში ვეხმარებით, იცით, რომ ამ მიმართულებით, რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ და გეგმის მიხედვით მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა გრძელდება“, - აცხადებს დარგალი.
#კორონავირუსი#მარნეული#ტესტირება#TbiliDaily#DailyNews