ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Kutaisi Daily

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას მძღოლი ემსხვერპლა, ერთი პირი კი მძიმედაა დაშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. #უბედურიშემთხვევა #ქუთაისი #KUTAISIDAILY