რეგულაციები არის აუცილებელი და გთხოვთ, რომ ამას ნუ გახდით სპეკულაციის საგნად - ხუნდაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141999 რეგულაციები არის აუცილებელი და გთხოვთ, რომ ამას ნუ გახდით სპეკულაციის საგნად - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაანცხადა. "საქართველოს 400-ს გადააჭარბა დაინფიცირებულთა რაოდენობამ და აქედან, სამწუხაროდ 5 მოქალაქე გარდაიცვალა. გაზრდილი ტესტირების რაოდენობის მიუხედავად, დაინფიცირებულთა რაოდენობა არ არის მატებადი, ანუ ნახტომისებური ზრდადობა არ შეინიშნება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური დინამიკის თვალსაზრისით. თუმცა, ეს არ გვაძლებს იმის ფუუფნებას, რომ მივეცეთ კმაყოფილებას და რეგულაციები უცბად მოვხსნათ. მე მესმის, რომ ოპოზიციას ეჩქარება კრიტიკა, ვიდრე საერთო სასურველი შედეგის დადგომა, მაგრამ მიუხედავად დადებითი დინამიკისა, რომელიც საბედნიეროდ განსხვავდება მთელი მსოფლიოს ეპიდ-სურათისაგან, სასიკეთოდ გამოიყურება ეპიდ-ვითარება საქართველოში, მაგრამ სიმშვიდის საფუძველს ეს არ გვაძლევს. რა თქმა უნდა, აკრძალვები, რომელიც ქმნის დისკომფორტს, სწორედ ამ უჩვეულო ცხოვრების წესმა შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა სასიკიეთოდ გამოიყურება. ამიტომ, ეს, ვფიქრობ რომ რეგულაციები არის აუცილებელი და გთხოვთ, რომ ამას ნუ გახდით სპეკულაციის საგნად," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.