ჩაქვში მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა მოეწყობა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ჩაქვში 13 ჰექტარიფართობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ზონა მოეწყობა. პროექტის ფარგლებში იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა დასკვერის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული არენები, ტრიბუნები, ცხენების სადგომი შესაბამისი დამხმარე ნაგებობებითა და სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ცხოველთა თავშესაფრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის ვოლიერების, ძაღლების სავარჯიშო ტერიტორიის, საკარანტინე და პოსტოპერაციული ბოქსების, ვეტერინარული აფთიაქის, საოპერაციოს, კრემატორიუმის, სასტუმროს ტიპის ინდივიდუალური ჯიხურების მოწყობა. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დაგეგმილია ველობილიკების, ინკლუზიური პარკისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, პროექტის საფასური მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.