ვითხოვთ გზას! - აქციის მონაწილეებმა მაგისტრალი გადაკეტეს

Tbilisi Daily

ვითხოვთ გზას - ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზა რამდნიმე წუთით გადაკეტეს. მათი თქმით, უკვე წლებია სოფელში გაუსაძლისი პირობებია და უგზოობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. აქციის მონაწილეებს ნაცატუს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი შეხვდა და აღნიშნა რომ გზის სარეაბილოტაციო სამუშაო უახლოეს დღეებში დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრონლები. #ახალიამბები