სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლაზე ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სომხეთის დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე 16 ნოემბერს იმართება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას. მსგავსი მოთხოვნით გამოსვლა გაიმართა 15 ნოემბერსაც. ოპოზიციურმა ძალებმა გამოაცხადეს, რომ ვითარების შეფასებას წარმომადგენენ 16 ნოემბერს და განიხილავენ შემდგომი მოქმედებების საგზაო რუკას.
ონლაინ პრეს-კონფერენციაზე 16 ნოემბერს, ფაშინიანმა შეკითხვაზე, დგას თუ არა მისთვის დღის წესრიგში გადადგომის საკითხი, უპასუხა, რომ „მის დღის წესრიგშია რესპუბლიკაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სხვა საკითხები ჩემს დღის წესრიგში არ დგას,“ განაცხადა ფაშინიანმა.
16 ნოემბერს თანამდებობა დატოვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30953203.html
#ახალი_ამბები
#twitter