ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142671 ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1313 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 25 505 ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ამ დროისთვის აშშ-ში ინფექციას 68 600 ადამიანი ემსხვერპლა, 1 188 384 დაინფიცირდა, 178 594 კი გამოჯანმრთელდა.